სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამტკიცდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები
01-06-2022
-
+


პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცახადა, რომ 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები უკვე X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

„2021 წელს გადამუშავდა და დამტკიცდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები. გარდა შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური განახლებისა, ეროვნულ სასწავლო გეგმას საშუალო საფეხურზე დაემატა საგანი − საქართველოს ისტორია.

2022-2023 სასწავლო წლიდან, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება ჭადრაკი.

მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სასწავლო გეგმების გადამუშავება. მომზადდა და დამტკიცდა საგნის − „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ − განახლებული სტანდარტი, რომელიც დაწყებით საფეხურზე II, III და IV კლასებში ინერგება.

სკოლებში პილოტირებას გადის ე. წ. ექიმის საათი, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, თანასწორობის, კიბერბულინგისა და უფლება-მოვალეობების შესახებ.

აქტიურად მიმდინარეობდა ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით. 2021 წელს დასრულდა საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება და 2022 წლიდან დაიწყო საშუალო საფეხურზე, X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება. შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები უკვე X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან. 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება.

წელს, პირველად, სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა და ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში“, - აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება