სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებას“ - საჩხერეში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
20-03-2018
-
+


საჩხერის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში საჩხერის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, საჩხერის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

საჩხერის მერიის წარმომადგენელი ხათუნა ქველაძე:

„ეტალონი“ ყველასთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ამაზე პროექტში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობაც მეტყველებს. „ეტალონით“  დაინტერესებულები არიან ჩვენი ახალგაზრდები. ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებას. ყველანი ვდელობით ხვალიდელ ღონისძებას“.

საჩხერის რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი: 

„მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები ყოველ წელს ელოდებიან „ეტალონის“ ჩატარებას - თავიანთი სასკოლო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს. ასე იყო ახლაც. მაღალი აქტივობითა და ჩართულობით ჩატარდა ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ტური. ყველა სკოლა ჩაერთო. რამენიმე სკოლის მოსწავლეები გამოკვეთილი ლიდერები არიან. იმედია გვაქვს, წარმატებით იასპარეზებენ მეორე ტურში. „საჩხერის ეტალონის მოსწავლის“ გამოსავლენი ღონისძება ჭორვილის საჯარო სკოლაში იმართება. სკოლის მთელი კოლექტივი აქტიურ სამზადისშია. ველოდებით ხვალინდელ დღეს.“

საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ირმა კაპანაძე:

„ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეთა ჩართულობა შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მაღალი იყო. შესარჩევი ტური ობიექტურად და წესების დაცვით ჩავატარეთ.  ჩვენი სკოლიდან მე-2 ტურში 4 მოსწავლე გავიდა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროქტია. ინეტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს,  ცოდნა შეამოწმონ.“

პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე:

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები დაინეტერსებულები არიან ამ პროექტით. ყოველთვის მივესალმებით ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას და სიამოვნებით ჩავერთვებით მასში. ხვალინდელ ღონისძიებაში ჩვენი სკოლიდან 3 მოსწავლე მონაწილეობს.  წარმატებებს ვუსურვებ მათ.“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება