სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს წინსვლისა და წარმატების სტიმულს აძლევს“ - „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ წელსაც კოდის სკოლიდანაა
20-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერიის წარმომადგენლები, რესურსცენტრის უფროსი გულნაზ აფციაური, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„თეთრიწყაროს ეტალონის“ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს მერიამ საჩუქრად ვეფხისტყაოსანი გადასცა.

„თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს კოდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ახუაშვილი დაეუფლა.

იგი მადლობას უხდის პროექტს მოცემული ცოდნისა და გამოცდილებისთვის:
                 
„ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა პროექტს, მოცემული გამოცდილებისა და თავდაჯერებულობისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანატოლებს. „ეტალონის“ ფინალში მინდა, ვასახელო თეთრიწყარო.“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს:

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ „ეტალონს“, ჩვენს რესურსცენტრს, სკოლებსა და მოსწავლეებს საქვეყნო და საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის. წარმატებები პროექტსა და ჩვენს ახალგაზრდებს.“

თეთრიწყაროს რესურსცენტრის უფროსი გულნაზ აფციაური მოხარულია „ეტალონში“ მოსწავლეების აქტიური ჩართულობით:

„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა თეთრიწყაროში ყოველწლიურად იზრდება, რაც ჩვენი მოსწავლეების განათლებით დაინტერესებაზე მეტყველებს. მათ წინსვლისა და წარმატების სტიმულს სწორედ ეს პროექტი აძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ და ვისურვო, რომ კიდევ დიდხანს ემსახურებოდეს საქვეყნო საქმეს.“

კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ფადარაშვილი ბედნიერია ნინოს წარმატებული ასპარეზობით და მადლობას უხდის „ეტალონს“ ამ შანსისთვის:

„ნინო ძალიან ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეა, მრავალი პროექტის წარმატებული და ღირსეული მონაწილე. დღეს ძალიან ღელავდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა. სკოლა ამაყობს მისით. მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და ჩვენს ახალგაზრდობას.“

„თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ნინო ახუაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება