სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ახალციხის ეტალონის“ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს მერიამ საჩუქრები გადასცა
19-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

„ახალციხის ეტალონის“ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს მერიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

„ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ახალციხის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან შალუტაშვილი დაეუფლა. 

ქეთევან შალუტაშვილი ბედნიერია მიღწეული წარმატებით და მადლობას უხდის პროექტს: 

„დიდი პატივია, რონ 86 მონაწილიდან მე მერგო „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული. ღირსეულად უნდა წარვადგინო ახალციხე ფინალშიც. მადლობა პროექტს მოცემული გამოცდილებისა და თავდაჯერებულობისთვის.“

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილეებს: 

„მადლობა პროექტსა და მის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს საქვეყნო საქმის მსახურებისთვის. მოხარული ვარ, რომ ახალციხემ „ეტალონს“ უმასპინძლა. მისასალმებელია ჩვენი ბავშვების აქტიური ჩართულობა. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და მონაწილეებს.“

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილს განათლების წახალისებისთვის და წარმატებებს უსურვებს პროექტს:

„იყო „ეტალონის“ მონაწილე ნიშნავს, იყო სკოლის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის სიამაყე. მადლობა პროექტს ჩვენს ბავშვებში განათლების პოპულარიზებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და მონაწილეებს." 

ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე ინტელექტ-ჩემპიონატს ყველაზე ეროვნულ პროექტს უწოდებს:

„ეტალონი" ყველაზე ეროვნული, ყველაზე სახალხო, მასშტაბური და ყველაზე საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენს ბავშვებში განათლების წახალისებასა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს სახელმწიფოებრივი საქმის მსახურებისთვის. ულევი წარმატება და წინსვლა მინდა ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს."

გამარჯვებული მოსწავლის სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ბედნიერია „ეტალონში“ მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობით და წარმატებებს უსურვებს მონაწილეებსა და პროექტს მომავალში: 

„ეტალონი“ არის აზარტი, ცოდნა, ბრძოლა, გამარჯვება და ემოცია, უდიდესი წარმატება. საუკეთესოთა სამეულში ჩემი სკოლის, ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ და „ეტალონის“ ტიტულიც ჩემმა ქეთევანმა მოიპოვა. ჩემი მოსწავლეებით ამაყი და ბედნიერი ვარ. გამარჯვებული გამორჩეული მოსწავლე და ოქროს მედლის კანდიდატია. მადლობა პროექტს ამ ლამაზი და ემოციური დღისთვის. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და მის მონაწილეებს.“

„ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ქეთევან შალუტაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება