სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„დღეს ბორჯომი „ეტალონით“ სუნთქავს“ - ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა წუთი წუთზე გახდება ცნობილი
16-03-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ბორჯომის ეტალონ მოსწავლეს“, ანი გვირჯიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ინტელექტ-ჩეპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ბორჯომის რესურსცენტრს ესტუმრა და ახალი, ინოვაციური პროექტის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მასში ბორჯომის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას საქარათველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩის მეორე მდივანი შარუნე კუბილიუტე, ბორჯომის მულიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე, რესურსცენტრის უფროსი იზო ლომიძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს გულშემატკივრობს გიორგი გოგოლაძე. მან წლების წინ, როდესაც ბორჯომში „ეტალონის“ ღონისძიება პირველად ჩატარდა, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. გიორგი გოგოლაძემ დღევანდელი ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

როგორც ბორჯომის რესურსცენტრის უფროსმა იზო ლომიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, „დღეს ბორჯომი „ეტალონით“ სუნთქავს“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება