| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა არის სტუდენტური ბარათი, სად უნდა აიღოთ და რა პრივილეგიებით შეიძლება ისარგებლოთ, გარდა მგზავრობის შეღავათიანი ტარიფის? - შევეცდებით, აღნიშნულ კითხვებზე ამომწურავი ინფომაცია მოგაწოდოთ.
ბარათის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ფასდაკლებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ისე კერძო კომპანიებში. მაგალითად, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა) ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, ასევე კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას და კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში. სტუდენტური ბარათი ასევე მოქმედებს კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებში და კომპანიებში.
სტუდენტური ბარათის მფლობელებს ფასდაკლებას 30-მდე კომპანია სთავაზობს - დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
სტუდენტური ბარათის აღება სტუდენტებს შეუძლიათ იუსტიციის სახლში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ:
ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე;
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ( ბაკალავრიატი / დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა);
გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (მაგისტრატურა);
დ) აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (დოქტორანტურა)
სტუდენტურ ბარათთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - http://studentcard.mes.gov.ge/index.php ან ისარგებლოთ შემდეგი საკონტატქოებით ტელ. : (032) 2 200 220
email : info@studentcard.mes.gov.ge
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა