სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობას აჩვევს“ - თეთრიწყაროს სკოლები „ეტალონის“ შესარჩევ ტურს ეხმიანებიან
15-03-2018
-
+


თეთრიწყაროს სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში თეთრიწყაროს რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

თეთრიწყაროს რესურსცენტრის უფროსი გულნაზ აფციაური:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მაღალი აქტივობით ჩაერთო. ახლა  ველოდებით დასკვნით ღონისძიებას, რომელიც ორშაბათს გაიმართება. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ ბავშვები თავიანთ შესაძლებლობებს. „ეტალონი“ ძალიან კარგი საქმეს აკეთებს - მოსწავლეების მოტივაციას ამაღლებს, ქმნის წინაპირობას, რომ ბავშვებმა წიგნი აიღონ ხელში და თვალსაწიერი გაიფართოვონ.“

სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი იამზე მელაძე:

„ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ „ეტალონის“ სხვა პროექტებშიც ვმონაწილებთ, ყველანი აქტიურად ვართ ჩართულები Etaloni.ge-სა და Izrune.ge-ში. რაც შეეხება შესარჩევ ტურს, ძალიან კარგად ჩავატარეთ. 2 მოსწავლე გადავიდა მეორე ეტაპზე. ბავშები ემზადებიან დასკვნითი ტურისთვის, მე პირადად ვამეცადინებ მათ,  ვიმეორებთ განვლილ მასალას. ველოდებით ორშაბათის ღონისძიებას.“ 

მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური:

„ეტალონი“ საჭირო პროექტია. ამ პროექტით მოსწავლეები ცოდნის მობილიზებას ახდენენ.  ტესტირება ობიექტურად ჩავატარეთ. ბავშები მოტივირებულები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველამ გადალხა ბარიერი, ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. მეორე ტურში 4 მოსწავლე გადავიდა. დიდი ინტერესით ველოდებით ღონისძიებას. წელს უფრო გამოცდილები არიან ჩვენი მოსწავლეები, რადგან უკვე მეორე წელია, რაც ვმონაწილეობთ. სწორედ ამის გათვალისწინებით, კარგ შედეგებს ველოდებით.“ 

მანგლისის N1 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი მაია ათუნაშვილი:

„მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. ყველამ გადალახა ბარიერი, 4 მაღალქულანი მოსწავლე კი მეორე ტურში გადავიდა. „ეტალონში“ მონაწილეობა ყოველი მოსწავლისთვის საკუთარი თავის გამოცდაა. ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს დამოუკიდებლად მუშაობას აჩვევს, ამზადებს მომავალი ეროვნული გამოცდებისთვის. მოსწავლეების გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. “

წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნიჟარაძე:

„ძალიან აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები. შედეგითაც კმაყოფილები ვართ. 2 მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. ძალიან მოტივირებულები არიან მოსწავლეები, დიდი სიხარულითა და სიამოვნებით შეხვდნენ სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას. მეორე წელია, რაც ჩართულები ვართ, წელს უფრო აქტიურები იყვნენ ბავშვები. მომავლში კიდევ უფრო გაიზრდება აქტიურობა.“

წინწყაროს საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი მარინა სუბელიანი:

„დიდი სიხარულით ადა მონდომებით მიიღეს მონაწილეობა, გამოავლინეს თავიანთი ცონდა. ორი კმაყოფილები ვართ ინეტელქტ-ჩემპიონატით. ორი მოსწავლე გადავიდა ჩვენაგნ შემდეგ ტურში, ველოდებით დასკვნით ღონისძიებას. იმედი გვაქვს, რომ მოსწავლეები წარმატებებს მიაღწევენ.“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

250-ლარიან ფულად ჯილდოს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება