სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სასიხარულოა“- მესტიის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
06-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი მესტიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 70 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 06 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.


ნელი გუჯეჯიანი
, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგად და ხალისიანად მიმდინარეობდა. ბავშვებს მასში მონაწილეობა უხაროდათ და პროცესმა მშვენივრად ჩაიარა. მოსწავლეებისთვის ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო. ტესტირებებში ჩართულობა მათ ყველაფერში ეხმარება. უფრო მეტად ვითარდებიან და განათლების სისტემაში რა რეფორმებიც მიდის, მათ დაძლევაში ეხმარება. ჩემი სკოლა „ეტალონის“ ტესტირებაში გასულ წლებშიც ერთვებოდა. 

ქეთევან გურჩიანი, ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესი მშვიდად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა, მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობდნენ - ზოგი სახლიდან, ზოგი კი სკოლიდან. მეორე ეტაპზე 4 მოსწავლე გადავიდა. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ წლებია მიმდინარეობს და შესაბამისად, ყველასთვის ცნობილია. საინტერესოდ მიმდინარეობს, ბავშვებისთვის უცხო არ არის, მასში ჩართვა უხარიათ. ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ, ორჯერ ჩვენი მოსწავლე ათეულშიც გვყავდა.

გულო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სასიხარულოა. პროექტს ბევრი დადებითი მხარე აქვს. გუშინდელ ტესტირებას რაც შეეხება, ერთი მოსწავლე გვყავს, რომლისგანაც მეტს ველოდი, ვერ იყო ფორმაში, ავად იყო, ლოგინში იწვა, მაგრამ მაინც ჩაერთო. ისეთი კარგი შედეგი ვერ აჩვენა და ამაზე გული დამწყდა. ერთი მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა, კმაყოფილები ვართ. ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან მაღალია და მონაწილეობით მოხარულები არიან. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და ამის ფონზე, აქტიურად ვერთვებით.

ნარგიზ ხორგუანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ჩვენი სკოლიდან ერთი მოსწავლე - ხატია კვიციანი გადავიდა. ტესტირების პროცესმა კარად ჩაიარა, ყველა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, ზოგს თითო ქულა დააკლდა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და ამისთვის გოჩა ტყეშელაშვილს დიდ მადლობას ვუხდი. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული არიან. ჩვენთან ახლა ინტერნეტიც გამოსწორდა და ეს პრობლემაც აღმოიფხვრა.

მადონა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატის ტესტირების პროცესი ჩვენთან, ფაქტობრივად, ფორსმჟორში მიმდინარეობა, რადგან ცუდი ამინდი იყო, ინტერნეტი ძალიან ცუდად მუშაობდა. დაახლოებით, 20 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული და ყველას ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა. ყველასთან კავშირზე ვიყავი, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონის“ წარმომადგენელს, რომელიც ჩვენთან ამ პროცესს კურირებდა, ის ძალიან დაგვეხმარა და მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ გუშინ კონკურსში ასე კარგად ჩავერთეთ. 2 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა, ერთმა 60, ხოლო მეორემ 59 ქულა მიიღო. მათით ძალიან ვამაყობ. ეს არის ჩემი სკოლისა და ჩემი მოსწავლეების სახელი. დიდი მადლობა „ეტალონს“ ასეთი პროექტისთვის და დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს.


ლალი ხაფთანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატის ტესტირება ნორმალურად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. მასში ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ, აუცილებელია, რომ ბავშვები ტესტირებებში ჩაერთონ და ცოდნა გაიუმჯობესონ, „ეტალონი“ ძალიან კარგი, გადასარევი პროექტია.



იხილეთ:

მესტიის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია 

მესტიელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

მესტიელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება
 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება