სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის „არას“ დაწერა აუცილებელი და რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეთა დასწრებას არ აღრიცხავს?
09-05-2022
-
+


თითოეული მოსწავლის გაცდენა ჟურნალში უნდა აისახოს, ასეთია კანონი. I კლასიდან XII კლასის ჩათვლით არების დაწერა აუცილებელია. ეს ეხება აბიტურის საათსაც.

მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა გაცდენებზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია. უფრო მეტიც, ყველა დამრიგებელმა უნდა იცოდეს მიზეზი, რატომ არაა მოსწავლე სკოლაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თითოეული მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება.  გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე კი პასუხისმგებლობა საგნის მასწავლებელს ეკისრება.

რატომ არის „არას“ დაწერა უცილებელი გაკვეთილის დასაწყისშივე და რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეთა დასწრებას არ აღრიცხავს?

საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე სკოლა ზრუნავს. როგორც სკოლის დირექცია, ასევე მასწავლებლები და მანდატურები იღებენ პასუხისმგებლობას და მუდმივად აკონტროლებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებმა არ გამოიყენონ აკრძალული ნივთები, არ იკამათონ თანატოლებთან, არ მოიხმარონ თამბაქო, ალკოჰოლი და ა.შ.

წარმოიდგინეთ, მშობელმა შვილი გამოუშვა სკოლაში. მას ჰგონია, რომ ის გაკვეთილს ესწრება, რეალურად კი ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდა, არადა ამ დროს მასწავლებლებს მისთვის „არა“ არ დაუწერიათ. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თუ ბავშვი სკოლის გარეთ რამე საფრთხე შეექმნება? - სკოლას, რადგან თუ  მშობელმა იცის, რომ მისი შვილი გაკვეთილზე იყო, პირველ რიგში, მასწავლებელს მოსთხოვს პასუხს. გარდა იმისა, რომ მოსწავლის გაცდენის დროს „არას“ დაწერა კანონითაა სავალდებულო, დასწრების აღრიცხვა მასწავლებელს ზედმეტ პასუხიმგებლობას არიდებს. 

განვიხილოთ სხვა შემთხვევაც. თუ მოსწავლე სკოლას ხშირად აცდენს, ხანდახან მასწავლებლები ერიდებიან მისთვის „არას“ დაწერას. რეალურად კი ხშირად, გამცდენი მოსწავლის აკადემიური მოსწრება დაბალია. იმ შემთხვევაში თუ ასეთი მოსწავლის შეფასებას მშობელი გააპროტესტებს, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მყარი არგუმენტი, თუ რატომ არ იმსახურებს ბავშვი მეტ ქულას. ასეთ დროსაც აუცილებელია, რომ არგუმენტს შეფასებებთან ერთად ჟურნალში ჩაწერილი დასწრების მაჩვენებელიც ამყარებდეს.

ამრიგად, როდესაც მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდება, აუცილებელია, დამრიგებელმა დროულად აცნობოს მშობელს, საგნის მასწავლებლებმა კი „არები“ ჟურნალში შეიტანონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება