სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

 აკრედიტაციის საბჭო 5 უნივერსიტეტის საკითხს განიხილავს
03-05-2022
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 მაისს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 5 უნივერისტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი იქნება განხილული

  1. შპს ალტე უნივერსიტეტის "ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
  2. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული მეცნიერების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
  3. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ,,კლინიკური ფსიქოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
  4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სამართლის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
  5. სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის "არქიტექტურის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების (,,Zoom") გამოყენებით. სხდომის დაწყებამდე ვებგვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომაზე დასწრებას.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება