სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ისტორიის გამოცდაზე აუცილებლად შეგხვდებათ ეს საკითხი“... - დეტალები
25-03-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის, ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა ჯავახიშვილმა ისტორიის გამოცდასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა.

შეიძლება თუ არა შეგვხვდეს საკითხები ისტორიაში, რომლებიც არ არის მოცემული არც ერთ სახელმძღვანელოში?

საკითხი, რომელიც არც ერთ სახელმძღვანელოში არ არის მითითებული, არ შეგხვდებათ, თუმცა გირჩევთ, ნუ მიეჯაჭვებით მხოლოდ სახელმძღვანელოს; შეგიძლიათ გადახედოთ სხვა უფრო ვრცელ მასალასაც. ტესტებით მინიმალურად მოწმდება ფაქტობრივი ცოდნა, დავალებები ძირითადად სააზროვნო უნარებზეა ორიენტირებული.

არგუმენტი ვრცელი უნდა იყოს თუ მოკლე და რა შემთხვევაში ითვლება პასუხი მცდარად?

ნულდება მხოლოდ ძალიან ზედაპირული პასუხები. მაგ.: „კარგი იქნებოდა, ომში წასულიყო!“ ეცადეთ თქვენი მოსაზრება დაასაბუთოთ. სიტყვების რაოდენობასა და ტექსტის მოცულობას არ აქვს მნიშვნელობა - მნიშვნელოვანია არგუმენტირებული, მკაფიოდ დასაბუთებული და თანმიმდევრული მსჯელობა.

რამდენად მოგვეთხოვება წლების ცოდნა?

კონკრეტული წლების დაზეპირება სავალდებულო არ არის. თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ ქრონოლოგიური თანმიმდევრობისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების ცოდნა.

რუკის წაკითხვის დავალების შესრულების დროს რა უნდა გავითვალისწინოთ?

ისტორიული რუკის ანალიზის დროს, გაითვალისწინეთ, რომ ყველა პასუხი რუკაზეა მოცემული. ამ დავალებით მოწმდება, თუ რამდენად შეუძლია აბიტურიენტს რუკის წაკითხვა. ამიტომ დააკვირდით რუკას, ყურადღებით გაეცანით დეტალებს, ლეგენდას და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეთ პასუხები.

არგუმენტი პირველ პირში უნდა დაიწეროს თუ არ აქვს მნიშვნელობა?

შეგიძლიათ პირველ პირშიც დაწეროთ, ამ საკითხში სრულიად თავისუფლები ხართ.

იქნება თუ არა წელს დავალება ბრძოლის სქემისა და წყაროს მიხედვით?

ეს დავალება წელსაც იქნება ტესტში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დავალებაში შერწყმულია ვიზუალური და წერილობითი წყაროები და აბიტურიენტმა ორივე წყაროს გააზრების საფუძველზე უნდა დაწეროს პასუხები.

წყაროდან ციტირება დასაშვებია?

რა თქმა უნდა. წყაროდან ციტირება დასაშვებია, თუ ისტორიული წყაროს ანალიზის დავალებას გულისხმობთ. შეგიძლიათ ტექსტიდან პასუხები პირდაპირ გადმოიტანოთ.

რომელია ხშირად დაშვებული შეცდომები ისტორიაში?

ტიპური შეცდომების შესახებ ინფორმაცია მითითებულია კრებულში აბიტურიენტებისათვის, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტს.

შედეგის დავალებაზე რომ გვესაუბროთ...

ეს დავალება ორქულიანია. თქვენ უნდა შეაფასოთ ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის შედეგი არგუმენტირებულად, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას კონკრეტული სახელმწიფოსთვის ან მსოფლიოსთვის. კარგად უნდა გქონდეთ მოვლენა გააზრებული. 

ცნობილი ადამიანის ან დასახელების დაწერისას ერთი ან ორი ასოს ცდომილების შემთხვევაში ქულა დაგვაკლდება?

შესაძლოა დაგაკლდეთ, რადგან ტოპონიმი და კერძო სახელები ზუსტად უნდა ჩაწეროთ.

ისტორიის გამოცდა ხომ არ გართულებულა?

ტესტის სირთულე არ შეცვლილა. ის გასული წლების ანალოგიურია.

ისტორიაში ზღვარი რამდენია?

მაქსიმალური ქულაა 60. მინიმალური კომპეტენციის გადასალახად აბიტურიენტმა წელსაც 25%-იანი ბარიერი უნდა დაძლიოს. თუმცა ზოგიერთ პროგრამაზე ზღვარი გაზრდილია და გირჩევთ, ამას ყურადღება მიაქციოთ.

კარიკატურა ან პლაკატი თუ შეგვხვდება წელს ტესტში?

კონკრეტულად კარიკატურა ან პლაკატი შესაძლოა არ იყოს ტესტში შეტანილი, თუმცა მე-20 დავალებაში აუცილებლად შეგხვდებათ რაიმე სახის ვიზუალური მასალის ანალიზი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების, დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პორტალზე აიტვირთება

შეცდომის უფლების გარეშე - 10 მთავარი პუნქტი 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე

დარწმუნებული ხართ, რომ ისეთი სიტყვების სწორად დაწერა იცით, როგორიც მაგალითად ქალბატონი და ბატონია?

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
საპატიო პირველი ადგილი და ოქროს მედალი უპირობოდ მოიპოვა ანასტასია აბესაძემ
 

ვიზიტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ახლოდან გაცნობოდნენ მსოფლიო დონის საგანმანათლებლო გარემოს

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება