სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ შევურჩიოთ ბავშვებს სათამაშოები - რჩევები მშობლებს
05-03-2018
-
+


ახალი მიდგომა ფსიქოლოგთა მოსაზრებას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ რითი ითამაშონ და მათ სურვილებში მშობლების სტერეოტიპული შეხედულებებით ჩარევა საზიანოა.

როგორ შევურჩიოთ ბავშვებს სათამაშოები? - რჩევები მშობლებს



1. მიეცით შვილს თავისუფალი არჩევანის საშუალება

თუ თქვენს გოგონას მითიური მებრძოლები იტაცებს, ან ბიჭი ჯადოსნური რაშით ინტერესდება, ნუ ეტყვით, რომ ეს სათანაშოები შეუსაბამოა მისთვის. თამაში ბავშვების ცხოვრებასა და მათ განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ გზით ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას, არსებული პრობლემების გადაწყვეტას, განაწილებასა და დათმობას სწავლობენ. ნივთებისა და სათამაშოების მიმართ დამოკიდებულებაც ბავშვობიდანვე უყალიბდებათ. მიეცით შვილებს საშუალება, საკუთარი ინტერესების მიხედვით განსაზღვრონ რითი ითამაშონ.

2. თვალი ადევნეთ თამაშის პროცესს და უკეთ გაიცანით შვილის ფსიქოლოგია

ბავშვების სათამაშო პროცესში სტერეოტიპული ჩარევით, თქვენ იმ აღქმის შეცვლას ცდილობთ, რომელიც პატარას სათამაშოს მიმართ აქვს ჩამოყალიბებული. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ბავშვებისთვის პატარა მანქანა, თოჯინა და სხვა სათამაშო არა მხოლოდ ნივთად აღიქმება, არამედ ობიექტად, რომელზეც უნდა იზრუნონ, მოუარონ, თავი მამად, მძღოლად ან მზარეულად წარმოიდგინონ. ბავშვებისთვის მთავარია წარმოსახვა, სათამაშო კი, მათი აზრებისა და შეგრძნებების გამოხატვის საშუალებაა.

3. დაეხმარეთ პატარებს საკუთარი ინტერესების სამომავლო განვითარებაში

დღეს ექიმობა უნდა, ხვალ ინჟინრობა, შემდეგ მომღერლობა - ბავშვები მუდმივად ძიების პროცესში არიან და ხშირად იცვლიან აზრს - ვინ უნდათ რომ მომავალში გახდნენ. თამშ-თამაშით მათ საკუთარი ინტერესების განხორციელება და გამოცდა შეუძლიათ. აყევით მათ ამ წარმოსახვით სამყაროში და ხელი შეუწყეთ შვილების ნიჭისა და სურვილების მიზნობრივ განვითარებას.

ფსიქოლოგთა თქმით, აუცილებელია, მშობლებმა შვილებს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცენ და ამ გზით, ხელი შეუწყონ მათ ტოლერანტულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, რომელთაც განსხვავებული აზრის პატივისცემა შეეძლებათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება