სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუძლიათ თუ არა საჯარო სკოლებს, არადადეგები 7 მარტს დაიწყონ? - განათლების სამინისტროს განმარტება
04-03-2022
-
+


საგაზაფხულო არდადეგები საჯარო სკოლებისთვის სამშაბათს, 8 მარტს დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება. თუმცა მშობლებსა და მოსწავლეებში არაერთგვაროვანი განწყობაა და ფიქრობენ, დირექტორებს თხოვნით მიმართონ, რათა 7 მარტს ბავშვები სკოლებში აღარ მივიდნენ. საკითხავია,  აქვს თუ არა დირექციას უფლებამოსილება, ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება  და არდადეგები 8-ის ნაცვლად, 7 მარტიდან დაიწყოს.

აღნიშნული კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ და როგორც უწყების ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, საჯარო სკოლებს, კერძო სკოლებისგან განსხვავებით არ აქვთ უფლება, ინდივიდუალური სურვილის საფუძველზე მიიღონ სასწავლო დღის დასვენების დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება. შესაბამისად, საგაზაფხულო არდადეგები საჯარო სკოლებისთვის 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეები კი სკოლებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან. 

იხილეთ: 2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება