სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ვრცელდება
03-03-2022
-
+


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ჯეოსტატის ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებ
ლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60.9 პროცენტი ქალაქ თბილისშია.

რაც შეეხება სტუდენტთა რიცხოვნობას, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის უმაღლესებში 159.8 ათასი სტუდენტი ირიცხებოდა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 63.6%, ხოლო კერძოში - 36.4 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.5 პროცენტი ქალია, ხოლო 48.5 პროცენტი - კაცი.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 10.5 ათასი პროფესორ მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტია. პროფესორ-მასწავლებელთა 56.4 პროცენტი არის ქალი, ხოლო 43.6 პროცენტი - კაცი. მათი უდიდესი ნაწილი, 39.0 პროცენტი არის ასოცირებული პროფესორი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება