სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„დირექტორი მხოლოდ მეგობარი კი არა, ყველაფერი უნდა იყოს“ - გაიცანით გუდაურის საჯარო სკოლის არაორდინალური დირექტორი ანზორ ხვედელიძე
25-02-2022
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის წარმატება, დირექტორის ანზორ ხვედელიძის დაუღალავი შრომისა და ღვაწლის შედეგია. ანზორ ხვედელიძემ თავისი ცხოვრება გუდაურს მრავალი წლის წინ დაუკავშირა. სკოლის ისტორია 1994 წელს, სასტუმროს ბაზაზე შექმნით დაიწყო და განათლების სამინისტროს 2012 წლიდან საჯარო სკოლის სტატუსით შეუერთდა.

ანზორ ხვედელიძის თქმით დირექტორი, მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის ოჯახის წევრივით უნდა იყოს, რასაც დღემდე თავად დიდი წარმატებით ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ 83 წლის ასაკშია დაუშრეტელი ენერგიის წყალობით წარმატებული და გამოცდილი ხელმძღვანელია. მისი აზრით ყოვლისმომცველი განათლება, აზროვნება უნდა ჰქონდეს და საკუთარი სასკოლო საზოგადოებისთვის თავდადებული იყოს. იგი ასევე, საკუთარი პედაგოგებისთვის მოტივატორია, რადგან მათ პროფესიულ განვითარებაში ხელს აქტიურად უწყობს და ეხმარება.

როგორი უნდა იყოს დირექტორი, როგორ მიმდინარეობს გუდაურის საჯარო სკოლაში სწავლა კოვიდპანდემიის პირობებში, რას ფიქრობს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ანაზღაურებაზე და კიდევ მრავალ საინტერესო თუ მნიშვნელოვან საკითხებზე გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორმა, ანზორ ხვედელიძემ etaloni.ge-სთან ინტერვიუში მეტად საინტერესო ისაუბრა.

- მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიური ინსტიტუტი არ მაქვს დამთავრებული, ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მთელი ჩემი ცხოვრება აკადემიურ საზოგადოებაში ვმუშაობდი. ჩემი ცხოვრების ისტორია მრავალი წლის წინ დაუკავშირდა გუდაურს. გუდაურის საჯარო სკოლა პატარაა, მაქსიმუმ 60 ბავშვი სწავლობს. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები 14-12 კმ-დან, მლეთისა და დუშეთის რაიონიდანაც კი მოდიან. თავდაპირველად ეს შენობა ჩვეულებრივი სასტუმრო იყო მუშებისთვის 1994 წელს ჩვენ გადმოგვცეს, ხოლო 2012 წელს დადგა საკითხი, რომ განათლების სამინისტროს შევერთებოდით, რასაც პირადად მე მივესალმები. ჩვენთან უფასო თხილამურებია, ჩემი საკუთარი ხარჯითაც კი შევიძინე თხილამურები. მოსწავლეები მოდიან მთაზე, ალპურ ზონაში სავარჯიშოდ, შემდეგ კი გამოდიან მსოფლიო ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებზე, თანაც ძალიან დიდი წარმატებით. მე ძალიან დიდი ენერგია ჩავდე ამ სკოლაში, თხილამურებიც კი პირადად, საკუთარი ხარჯით ვიყიდე. საკმაოდ არაორდინარული დირექტორი ვარ. ჩემი აზრით, ხელმძღვანელი აუცილებლად განათლებული უნდა იყოს, განათლებაში კი ყოვლისმომცველ აზროვნებას ვგულისხმობ, რათა სკოლაში ისეთი ღირსეული ბავშვები აღიზარდონ, რომ უნივერსიტეტსა თუ ცხოვრებაში ღირსეულად შეაბიჯონ. დირექტორი მხოლოდ მეგობარი კი არა, ყველაფერი უნდა იყოს.

- ბატონო ანზორ, კოვიდპანდემიის ეპოქაში როგორ მიმდინარეობს თქვენს სკოლაში სწავლა?

- ჩვენს სკოლაში ინფიცირების შემთხვევები არ ყოფილა. მოსწავლეები პირბადებიით დადიან და ყველა რეგულაცია თუ რეკომენდაცია მაქსიმალურად დაცულია, სკოლაში სრული წესრიგია, ამ კედლებში გულისხმასაც კი გაიგონებთ. რაც შეეხება სწავლას, დასწრებით ფორმატში ვსწავლობთ. დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ თვენახევრით, მარტის თვეში ვიყავით, როდესაც მთელს საქართველოში ეპიდემიური მდგომარეობა იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პედაგოგები ზაფხულში უკვე ყველა აცრილი იყო და ასევე, მე-12 კლასელებიც კი არიან ვაქცინირებულები, რადგან თბილისში ხშირად უწევთ სიარული. მშობლებთანაც მთელ გუნდს აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. გაფრთხილებულები არიან, რომ რაიმე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვები სახლში დატოვონ. ოჯახებშიც, სკოლაში წამოსვლამდე უზომავენ სიცხეს და აქაც, სკოლაშიც აქტიურად ვაკონტროლებთ მდგომარეობას.

- პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ ეს ზრდა საკმარისია?

- ეს საკმაოდ რთული საკითხია. პედაგოგის პროფესია, სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და სახელმძღვანელოშიც პირდაპირ წერია, რომ არაპოპულარული დარგია, რადგან საკმაოდ დაბალი ხელფასებია... ახლა, მაგალითად 2 ახალი პედაგოგი მივიღეთ, რომლებსაც ჯერ უფროსი მასწავლებლის გამოცდა არ ჩაუბარებიათ. დანარჩენ პედაგოგებს 1200 ლარს ზემოთ აქვთ ანაზღაურება, პლუს ჩვენ ვიღებთ მთის დანამატს და 1300 ლარამდე გამოსდით. ეს პედაგოგისთვის, განსაკუთრებით რაიონში მცხოვრებთათვის დამაკმაყოფილებელი თანხაა. მით უმეტეს, რომ მუშაობ ინტელექტუალურ ზრდას ემსახურები, თანაც უმეტესად პედაგოგი აქტიურად მუშაობს 9 თვე - 3 თვე კი ნაკლებად, თუმცა მთელი წელი იღებს ხელფასს, ამთავრებს 3-4 საათზე და მიდის სახლში...თუ მეტი უნდათ, მაშინ წამყვანი მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩააბარონ და ანაზღაურებაც გაეზრდებათ.

აი, რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხელფასს, ეს უბრალოდ სასაცილო თანხებია, რადგან დამლაგებელს, რომელსაც 160-200 ლარი აქვს ძალიან რთულ საქმეს აკეთებს, მით უმეტეს პანდემიის დროს. გუდაურში ასე თუ ისე ფული არის, სამუშაო ადგილებიც და როგორ გგონიათ 160 ლარად დამლაგებლად ადამიანი დაიწყებს მუშაობას? დარაჯის სიტუაციაც ანალოგიურია. ყოველდღე იქნება აქ? არა, რა თქმა უნდა, წავა მანქანას იყიდის და ტურისტების მომსახურებით უფრო მეტი ექნება გამომუშავებული ვიდრე აქ, სკოლაში. ადმინისტრაციაში ხელფასები ძალიან ცოტა აქვთ.

- ბატონო ანზორ, მასწავლებლების სტატუსები ახსენეთ და გამოცდებიც. თქვენი პედაგოგები თუ ფიქრობენ გამოცდებზე გასვლას და ზოგადად, კარიერული წინსვლის სქემაზე რა აზრის ბრძანდებით?

-  თავდაპირველად ვიტყვი, რომ ჩემი ჩათვლით სკოლაში 12 პედაგოგი ვართ და ათი კლასი მყავს. ვფიქრობ მე-11 და მეთორმეტე კლასიც გავხსნათ, შესაბამისად თითო მასწავლებელიც უნდა მივიღოთ. როგორც ვახსენე, პედაგოგობა არაპოპულარულია და ამიტომ, რასაც გააკეთებენ - ტრენინგები იქნება ეს თუ სხვა რამ ძალიან კარგი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ვინც ახლა მასწავლებლები არიან, პედაგოგიურ ინსტიტუტში მაშინ სწავლობდნენ, როდესაც ხელფასი 400 ლარი იყო, 90-იან წლებში კი სულაც თეთრები... ამიტომაც, მგონია რაც მეტად განვითარდებიან პედაგოგები და მეტ სიახლესა თუ ცოდნას მიიღებენ კარგი იქნება. დღევანდელ პედაგოგებს ყველაფერი სჭირდებათ.

როგორც უკვე აღვნიშნე, 2 ახალი მასწავლებელი მივიღეთ და წელს ისინი გამოცდებზე გასვლას აუცილებლად აპირებენ. დანარჩენი ყველა უფროსი სტატუსისაა. პრაქტიკოსები რასაკვირველია, გამოცდებზე უნდა გავიდნენ და პირადად ვკურირებ, რომ რაც შეიძლება მეტი იმეცადინონ და ჩააბარონ. გუდაურში მაცხოვრებლები პრაქტიკულად არ არიან, შესაბამისად არც პედაგოგები. აქ არის სასტუმროები და ძირითადად მუშაკები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ.  რუსული ენის პედაგოგი, მაგალითად თბილისიდან არის ჩამოსული, რუსულის, ბიოლოგიის და ქიმიის პედაგოგებიც არ იყვნენ  და ჩამოვიყვანე, რომლებსაც მევე ვაცხოვრებ. ბინასაც ვერ იქირავებენ ისეთი საშინელი ფასებია, აქედან გამომდინარე მე ხელს მაქსიმალურად ვუწყობ.

უფროსი მასწავლებლებიც წამყვანის სტატუსის მისაღებად გამოცდაზე აუცილებლად უნდა გავიდნენ. უნდა განვითარდნენ და თუ კარგი ხელფასებიც უნდათ, შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის სტატუსი უნდა მოიპოვონ.


- ბატონო ანზორ, პრაქტიკოსი მასწავლებლების შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?

- რაც არ უნდა ითქვას, მე გასაგდები მასწავლებლები არ მყავს. მე რომ მაგალითად დუშეთის რაიონში ან ქვეშეთში ვიყო, მაშინ სხვა სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ აქ, გუდაურში მასწავლებლის პოვნა ძალიან ძნელია. მთელი ძალებით ვიბრძვი, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა გამოცდები ჩააბარონ. თუ ვერ ჩააბარეს მე იმას სად გავუშვებ? არც გავუშვებ, ვიბრძოლებ იმისთვის რომ დარჩნენ და აქ იმუშაონ, მანამ სანამ არ ჩააბარებენ. მე თავად 83 წლის ვარ და ყველაზე უფროსი ასაკის მასწავლებლები ჩემი შვილების ასაკის, 60 წლისები არიან. მათ ნახევარზე მეტი კი უკვე 22 – 23 წელია ჩემთან ერთად არიან.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, მასწავლებლებს ტრენინგმოდულის ფარგლებში გადაამზადებენ - დოკუმენტი

თუ ადრე მოგზაურობის დაგეგმვა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივია

29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა - მთავრობის დადგენილება

ელექტრონული ჟურნალის გააქტიურება - ინფორმაცია პედაგოგებისთვის

აბიტურიენტებისა და სტუდენტების საყურადღებოდ - სად უნდა ნახოთ აკრედიტაციის და ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია

პიროვნება

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

„ჩვენთან გამოცდილი პედაგოგები არიან, არ უჭირთ ბავშვებთან ურთიერთობა“
„ჩვენთან არიან მრავალწლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლები, რომლებიც ახალგაზრდა პედაგოგებს ყოველთვის ეხმარებიან“
სკოლები

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარჯოზე

​„თქვენი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში“ - მაიდნის საჯარო სკოლა პედაგოგ, ანზორ ჯანგველაძეს ემშვიდობება

 

 

 

სამიქაოს საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის, ანზორ ჯანგველაძის გარდაცვალების გამო 
„ჩვენ ვაგრძელებთ უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარებას“...
 
საინტერესო

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება