| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის N4 საჯარო სკოლა საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთია იმ ოცდაათი სკოლიდან სადაც ხელოვნური ინტელექტის კლუბი შეიქმნება.
პროექტი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს, სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნას ითვალისწინებს.
პროექტი აღნიშნული მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივებასა და განათლების მიღებას შეუწყობს ხელს.
პროექტს ხონის N4 საჯარო სკოლაში უხელმძღვანელებს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ამირან ჯვარშეიშვილი.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლას გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ 10-20 მოსწავლის მონაწილეობით. კლუბი გათვლილია 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას.
სკოლა პედაგოგ ამირან ჯვარშეიშვილს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა