სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„უემოციო მასწავლებელი მოსწავლის დაინტერესებას ვერ შეძლებს“ -  ემოციური ინტელექტის განვითარება მნიშვნელოვანია, ესპანური სკოლებისთვის
27-01-2022
-
+


გელაპის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ესპანელები ევროპაში ყველაზე ემოციონალური ადამიანები არიან. ეს არა მხოლოდ მემკვიდრეობა, არამედ სკოლების მიღწევაა. ამ ქვეყანაში ბავშვების ემოციური ინტელექტის განვითარებას განათლების ყველა საფეხურზე უდიდესი ყურადღება ექცევა.

პედაგოგი, ფსიქოლოგი და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ლექტორი ბეგონია იბაროლა თავის ღია ლექციებზე ირწმუნება, რომ ესპანური სკოლა ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად განვითარდა, რადგან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ემოციური ინტელექტის ამაღლებაზე ზრუნავდა. ექსპერტი, სწორედ რომ, მომავალ პედაგოგებს ასწავლის, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს EQ (ემოციური ინტელექტი).

მასწავლებელთა მომზადების ესპანურ სისტემას ეფექტურობის მხრივ ერთ-ერთ წამყვანად მიიჩნევენ. მისი ძალა იმაშია, რომ თავდაპირველად პედაგოგები საკუთარ ემოციურ ინტელექტს ივითარებენ. ეს კი კეთდება, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვებს უკეთ გაუგონან და მართონ საკუთარი გრძნობები, არამედ, ესპანეთში თვლიან, რომ უემოციო მასწავლებელი მოსწავლის დაინტერესებას ვერ შეძლებს. როდესაც ნეირობიოლოგია არ იყო განვითარებული, სწავლება მხოლოდ ინტელექტუალურ პროცესად ითვლებოდა. ახლა კი ამბობენ, რომ ემოციები - მოგონებების წებოა. მასალა ბავშვის მეხსიერებაში რჩება, მხოლოდ მაშინ თუ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. გამოკითხვის თანახმად, მასწავლებლების 94% დარწმუნებულია, რომ EQ-ს განვითარება მათ პროფესიონალიზმს ამაღლებს. ხოლო საშუალოზე მეტი ან მაღალი EQ ესპანეთში პედაგოგიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა 89%-ს აქვს.

EQ-ს ამაღლების ყველაზე პერსპექტიულ მეთოდად ბეგონია იბაროლა ამბის თხრობის ხელოვნებას (სთორითელინგი) მიიჩნევს. ისტორიებმა ბავშვებს უნდა მისცენ შესაძლებლობა უსაფრთხოდ განიცადონ ძლიერი ემოციები.

ბავშვებს ემოციების მართვას 3-წლიდან ასწავლიან

საინტერესოა, რომ ბავშვები სკოლაში სამი წლიდან მიდიან. 3-დან 6-წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი Infantil ბაღს წააგავს. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფები განლაგებულია სკოლის შენობაში, სადაც ბავშვები 12 წლამდე სწავლობენ.

სამწლიანთა ჯგუფებშივე უვითარებენ ემოციურ ინტელექტს. სკოლაში ყველაზე პატარებს ემოციების ამოცნობას, მიმიკასა და ჟესტებს თამაშით ასწავლიან. 

ბავშვმა სამი წლიდან უკვე ურთიერთობის პირველი წესები იცის: მოსმენა, რიგის დაცვა, წაგების ღირსეულად მიღება და ა.შ. მეტყველების დაწყებისთანავე ემოციების სიტყვიერად გამოხატვა უნდა იცოდნენ: „მიხარია“, „გაბრაზებული“ ან „მოწყენილი ვარ“, „მეშინია“. სხვისი გრძნობების დაცინვა კი დაუშვებელია. 

აკრძალულია ზღაპრებიც სადაც მშიშრებსა და უსაქმურებს დასცინიან. რადგან სწავლება შესაძლებელია წახალისებით, ხოლო ბავშვის გულწრფელობა და ემოციების გამოხატვა - ყველაზე ფასეულია. 

ერთნაირი ლანჩბოქსები და მერხები სანაპიროზე

ესპანეთში მიღებულია, რომ ყველა მოსწავლემ სკოლაში ისადილოს, ლანჩზე კი წინასწარ შერჩეული ხემსი მიიტანოს. თუ დღეს ყველას ყველი აქვს, ხვალ იოგურტი და ხილი მიაქვს - არავითარი უთანასწორობა. მასწავლებლები დედებს მესიჯს წერენ თუ რა უნდა ჩააწყონ ლანჩბოქსში, შემდეგ კი მას ამოწმებენ. 

მოსწავლის დღიურში მისი ჯანმრთელობის ან გუნება-განწყობის შესახებ ჩანაწერი ჩვეული ამბავია. მაგალითად, მშობლებს შეუძლიათ მასწავლებლებს მიწერონ, რომ ბავშვმა კარგად ვერ გამოიძინა ან განაწყენებულია, რადგან ძმასთან იჩხუბა. 

ესპანეთში პანდემიის პერიოდში პოპულარული გახდა გაკვეთილები ღია ცის ქვეშ, პარკებში და სანაპიროებზე. არის სკოლები, რომლებმაც სანაპიროს ტერიტორიაც კი აითვისეს და იქ მერხები განალაგეს. 



ემოციების ზოოპარკი და ინტერაქტიული საქაღალდე საკუთარი თავის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ დაწყებით სკოლაში თითოეულ კლასს ერთი მასწავლებელი ჰყავს და მოსწავლეები ერთ კაბინეტში სწავლობენ, ეს ექვსი წელი - ერთნაირი არ არის. სწავლების მიზნების მიხედვით დაწყებითი სკოლა დაყოფილია სამ ციკლად: დაწყებითი, საშუალო და გამოსაშვები. 

6-8 წლის მოსწავლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია EQ. შესაბამისად, საჭიროა ლექსიკის ემოციების გამომხატველი რამდენიმე ათასამდე სიტყვით გაზრდა. ზრდასრულები ცდილობენ, რომ ბავშვმა ემოციების გაკონტროლება ისწავლოს, მაგრამ შეუძლებელია იმის მართვა რაც არ იცი. ამიტომ, მასწავლებელბი მოსწავლეებს რეგულარულად ეკითხებიან - მაგალითად ძალიან უხარიათ თუ ისე რა? გუნება-განწყობის განმსაზღვრელი სტიკერები ესპანურ სკოლებში ბევრად მეტია ვიდრე სხვაგან. რადგან თავად ემოციის გარდა საჭიროა მისი ინტენსივობის დონის შეფასება. 

საზოგადოებათმცოდნეობაზე, რომელსაც მოსწავლეები პირველი კლასიდან სწავლობენ, გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების, პროფესიებსა და დაწესებულებების შესახებ სწავლობენ, ემოციების ზოოპარკს თამაშობენ. მაგალითად, ბრაზი -  ლომია, რომელიც ღრიალებს, რადგან რაღაც ისე არ მოხდა, როგორც მას უნდოდა. ბავშვს ასწავლიან, რომ ცხოვრებაში ხშირად არის იმედგაცრუება, მაგრამ ეს უნდა მიიღოს და გზა გააგრძელოს. 

ასევე, მოსწავლეები საკუთარი თავის შესახებ ქმნიან ინტერაქტიულ საქაღალდეს, რომელიც დაყოფილია განყოფილებებად: იდეები, ხასიათი, ფანტაზიები, იმედები, შიშები, გეგმები, სხეული და ურთიერთობა.

ხატვა და მუსიკა ასევე ის საგნებია, რომლებზეც ​EQ​-ს არ ივიწყებენ. მუსიკაზე ასწავლიან არა მხოლოდ სიმღერას, არამედ ფლეიტაზე, ვილოინოზე დაკვრას. ხატვის გაკვეთილზე კი გრძნობების ფერებით გადმოცემას სწავლობენ. 

ხელოვნება ესპანელისთვის წმინდაა. თუ მოსწავლე კარგად სწავლობს, მაგრამ საერთოდ არ იცის ხატვა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა მას კლასში ტოვებენ. 

ემოციების კონტროლი ისეთივე უნარია, როგორც ცურვა, დარწმუნებულნი არიან ესპანელები

დაწყებითი სკოლის საშუალო საფეხური: ემოციების რეგულირებასა და სტრესთან გამკლავებას ეთმობა.  8-10 წლის ბავშვები იკვლევენ, თუ რა ეხმარებათ სტრესის მოხსნასა და დადებითი ემოციების მიღებაში. გარდა საინტერესო ექსკურსიებისა და ბუნებაში დასვენებისა, მოსწავლეები საქმეთა ნუსხაში წერენ ისეთ მნიშვნელოვან დავალებებს, როგორიცაა - ვარსკვლავებზე დაკვირვება, ლეკვთან ჩახუტება, დაისის გადაღება და ა.შ.

დაწყებითი სკოლის კურსდამთავრებულმა კი უკვე იცის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, იცნობს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო დოკუმენტებს და სოციალური კონფლიქტის გადაჭრის გზების შესახებ არაერთი იდეა აწუხებს. მათ ასევე იციან თანაგრძნობა, სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება, აქვთ ღირსების გრძნობა და კარგად მუშაობენ ჯგუფში. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

უფროსის სტატუსი 167 პედაგოგს და 47 სპეცმასწავლებელს მიენიჭა - ფინანსთა სამინისტროს ანგარიში

მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

პედაგოგები და აღმზრდელ-მასწავლებლები ფულად ჯილდოს მიიღებენ - მუნიციალური ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„ეს აღიარება არის არა მხოლოდ თქვენი პირადი წარმატება, არამედ ჩვენი სკოლის დიდი სიხარულიცა და სიამაყეც“

მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს

ორგანიზაციის წევრებმა, ფარული ხმის მიცემის შედეგად, გამოავლინეს გამარჯვებული სამი სკოლა
 

ზეიმზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, ცეკვა და სიმღერა

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება