სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

20 იანვარი izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათია“
18-01-2022
-
+


20 იანვარს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათია“ და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტისთვის მომავალი თაობების განათლება უმთავრესი პრიორიტეტია. პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა „წიგნიერების ხუთშაბათის“ მნიშვნელობა და განაცხადა, რომ „არსი ისაა, ბავშვებმა მინიმუმი წაიკითხონ იმისა, რაც მათ ასაკს შეეფერება“;

„უამრავი ადამიანი იყო ჩართული სამუშაო პროცესში, რათა ზედმიწევნით შეგვერჩია, თუ რა უნდა წაიკითხონ მოზარდებმა ასაკის მიხედვით... მინდა მოგიწოდოთ, მიაჩვიეთ ბავშვები ხმამაღლა კითხვას, რადგან ამ ასაკში ბავშვებს არ აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთები და ზოგჯერ ეს მათთვის უხერხულობას ქმნის... ეს პატარ-პატარა ნაწარმოებები კი შერჩეულია უშუალოდ თქვენი შვილებისთვის ისინი აუცილებლად მიეჩვევიან გამართულ მეტყველებას, წაკითხულსაც კარგად გაიაზრებენ და მცირე დეტალებსაც დაიმახსოვრებენ. ნებისმიერ ბავშვს აქვს შესაძლებლობა, გახდეს კარგი დეკლამატორი, მთავარია, ოჯახის მხარდაჭერა, izrune.ge კი ამაში გეხმარებათ“.

გოჩა ტყეშელაშვილმა კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ izrune.ge ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს, კვლავ იქნება მზაობის სერტიფიკატები და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტების მიხედვით, გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთობები საქვეყნო მნიშვნელობის კლასების დამრიგებლებთან, რათა ყველაზე მზრუნველი პროექტის მხარდამხარ, შეძლონ განათლებული მომავალი თაობების აღზრდა - ეს ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია.

მაშ ასე - არ გამოგრჩეთ! 20 იანვარს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათია“!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება