სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რაზეა დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება საზღვარგარეთის სკოლებში?
14-01-2022
-
+


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) განათლების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სკოლების მასწავლებლების ხელფასები გაანალიზა. საინტერესოა რამდენს უხდიან საზღვარგარეთ მასწავლებლებს და რაზეა დამოკიდებული მათი ხელფასი?

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელფასი მნიშვნელოვანია, ის გავლენას ახდეს, აირჩევენ თუ არა ახალგაზრდები მასწავლებლის პროფესიას და დარჩებიან თუ არა სკოლებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, თუ მათ სხვა სფეროში ალტერნატივას შესთავაზებენ. 

ამავდროულად, კვლევის მიხედვით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მასწავლებლების ხელფასები ზოგადად უფრო დაბალია, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე სხვა პროფესიის ადამიანთა ანაზღაურება.

რაზეა დამოკიდებული მასწავლებლის ხელფასი?

ქვეყნების უმეტესობაში, საიდანაც მონაცემები მოაგროვეს, ხელფასი იზრდება სწავლების საფეხურთან ერთად, შესაბამისად, სკოლამდელი განათლების პედაგოგები ყველაზე ნაკლებს იღებენ, საშუალო სკოლის მაღალი კლასების მასწავლებლებს კი ყველაზე მეტი ანაზღაურება აქვთ. 

დანიის და ლატვიის მაგალითი შემდეგია: ორ მასწავლებელს 15-წლიანი გამოცდილება აქვთ. მაგრამ ერთი სკოლამდელებთან მუშაობს, მეორე - საშუალო სკოლის უფროსკლასელებთან. ამიტომ მეორის ანაზღაურება 25-30%-ით მაღალია, ვიდრე პირველის. აი თურქეთში, ჩილესა და კოსტა-რიკაში ამ ორი მასწავლებლის ხელფასებს შორის სხვაობა ასეთი გასაოცარი არ არის და სადღაც 5%-მდეა.

ამასთან, რაც უფრო დიდხანს მუშაობს მასწავლებელი, მით უფრო მეტს უხდიან. საშუალო სკოლის დაბალი კლასების მასწავლებლის ანაზღაურება 10-წლიანი გამოცდილების შემდეგ იქნება 29%-ით მაღალი, ვიდრე კარიერის დასაწყისში. 15 წლის შემდეგ კი 38%-ით მაღალი. 

საერთო ჯამში პედაგოგიური განვითარების პიკში - სადღაც 25-წლიანი სწავლების შემდეგ ანაზღაურება 67%-ით მაღალია, ვიდრე საქმიანობის დასაწყისში. 

ასევე, სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების ხელფასები უმეტესწილად დანარჩენებთან შედარებით მაღალია. მაგალითად, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ ყველაზე გავრცელებული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი მიიღებს 40%-ით მეტ ხელფასს, ვიდრე კარიერის დასაწყისში.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში, უნგრეთში, კორეაში, ჩილეში, კოსტა-რიკაში და სხვა ბევრ ქვეყანაში პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის ანაზღაურებას სულ მცირე აორმაგებენ. 

და ბოლოს - მასწავლებლების ხელფასს ემატება დანამატები და ბონუსები. გამომუშავება შესაძლებელია სკოლის მართვაში მონაწილეობით, მეტი რაოდენობის საათების აღებით, კლასის ხელმძღვანელობით, ინკლუზიურ კლასებში მუშაობით და ა.შ. 

რამდენს უხდიან მასწავლებლებს საზღვარგარეთ? 

კანადაში ყველაზე ხშირი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელს ხელფასი წელიწადში 40 ათასი დოლარიდან იწყება. თუ სკოლაში 15 წელზე მეტია ასწავლის მაშინ მისი ანაზღაურება წელიწადში 72 ათას დოლარამდე იზრდება.

აშშ-ი დამწყები მასწავლებლის ხელფასი 42 ათას დოლარს შეადგენს, გამოცდილები კი 62-66 ათას დოლარს იღებენ. 

გერმანელი პედაგოგების ხელფასები განსხვავდება საფეხურის მიხედვით, რომელზეც ისინი ასწავლიან. მაგალითად,სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული მასწავლებელი კარიერის დასაწყისში წელიწადში დაახლოებით 65 ათას დოლარს იღებს, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ კი უკვე 80 ათასს. სამაგიეროდ, თუ მასწავლებელი უფროსკლასელებთან მუშაობს, მაშინ თავიდან შეუძლია წელიწადში 75 ათასი დოლარი გამოიმუშაოს, ხოლო დროსთან ერთად - 91 000. 

იაპონელი მასწავლებლები მუშაობას წელიწადში 30 000 დოლარიდან იწყებენ და სწავლების საფეხურის მიუხედავად, 15 წელში 49 ათასამდე ადიან. 

პოლონეთში გამოუცდელი მასწავლებლები წელიწადში 19 000 დოლარს იღებენ, უფრო გამოცდილი სპეციალისტები კი 31 ათასს. 

უნგრეთში პედაგოგის ანაზღაურება წელიწადში 16 000-დოლარიდან იწყება და დროსთან ერთად შესაძლოა 20 000-დოლარამდე მიაღწიოს. 

ლიეტუვაში სამსახურის დასაწყისში მასწავლებელს შეუძლია წელიწადში 29 000 აღება. გამოცდილებასთან ერთად წელიწადში 33 000 დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება