სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო

ათასობით მოსწავლე არდადეგების შემდეგ მერხებს არ დაბრუნებია: აშშ-ში „ომიკრონი“ მძვინვარებს
16-01-2022
-
+


შტამი „ომიკრონის“ გავრცელების გამო აშშ-ს ათასობით სკოლის მოსწავლე არდადეგების შემდეგ კლასებს არ დაბრუნებია. სკოლების ნაწილს არდადეგები გაუხანგრძლივდა, ნაწილი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

ქალაქებში, მათ შორის მილუოკში, კლივლენდსა და დეტროიტში, მოსწავლეები ან ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ ან ზამთრის არდადეგები გაუხანგრძლივდათ. მიზეზი „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება გახდა. 

ნიუ-ჯერსიში, სადაც ბოლო კვირაში COVID-შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, საქალაქო სკოლის ოლქების უმეტესობამ, მათ შორის შტატის ყველაზე მსხვილი ქალაქის ნიუარკის სასკოლო ოლქმა, ახალი წლის დასაწყებად ვირტუალური კლასები შემოიღო.

მიუხედავად კოვიდსიტუაციის გაუარესებისა ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი მოქალაქეებს ქვეყნის უმსხვილესი სასკოლო სისტემის შეუფერხებლად მუშაობას შეჰპირდა. 

„ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩვენი შვილებისთვის - სკოლის შენობაა“,- განაცხადა ადამსმა. 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სკოლა ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად რეგულარულ COVID-ტესტირებას მიმართავს. 

მაგალითად, ვაშინგტონში სახელმწიფო სკოლების ყველა თანამშრომელმა და 51 ათასმა მოსწავლემ გაკვეთილზე წასვლამდე ოლქის ვებ-გვერდზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ატვირთოს. ანალოგიური ღონისძიებას მიმართავენ კალიფორნიაშიც. 

ვებგვერდ Burbio-ს ინფორმაციით, არდადეგების შემდეგ აშშ-ი 2750 სკოლა არ გახსნილა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება