| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლაში დასაქმებული ყველა მასწავლებელი საათების განაწილების თანაბარი პირობებით ვერ სარგებლობს. კანონი დირექციის წარმომადგენლებსა და საინფორმაციო მენეჯერებს გაკვეთილებით დატვირთვას უკრძალავს.
მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო მენეჯერები, შესაძლოა, ამავდროულად, სერტიფიცირებული პედაგოგები იყვნენ, მათი საათობრივი დატვირთვა შეზღუდულია. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.
შეზღუდვა ეხება სკოლის დირექციის წევრებსაც. კანონის მიხედვით, სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს.
შეზღუდვასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება იმ საგანმანათლებლო რესუსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისთვის გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო მენეჯერებისგან განსხვავებით, მასწავლებლებს 25 საათის ჩატარების უფლება აქვთ და ანაზღაურებაც შესაბამისად, საათობრივად უანგარიშდებათ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას