სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკოსებისთვის მიღებული გადაწყვეტილება, მართებულია“ - ირმა ქიმაძე, დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორი
20-12-2021
-
+


განათლების სამინისტროს მიერ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსი აუმაღლდება და შესაბამისად სისტემაში დარჩენას შეძლებს, საზოგადოების, მათ შორის მასწავლებლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.

Etaloni.ge-მ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლების დირექტორების აზრი მოისმინა, მათ შორის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორის ირმა ქიმაძის.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, ზოგიერთ პრაქტიკოს მასწავლებელს რომ სტატუსი დადასტურებული არ აქვს, ეს მათ არაკომპეტენტურობაზე არ მიუთითებს და სამინისტროს გადაწყვეტილებაც შესაბამისად მართებულია.

„მე ვკითხულობ სოციალურ ქსელში, სხვადასხვა საიტებზე კომენტარებს და თითქოს უხერხულობას გრძნობენ უფროსები და წამყვანები -  ჩვენ მაშინ რა, გვაჩუქონ სტატუსები. მაგრამ ვიცნობ ძალიან ბევრ პედაგოგს, რომელთაც არ დაუდასტურებიათ სტატუსი, ან არ მიუღიათ ერთ კრედიტზე მეტი, თუმცა არიან ძალიან კომპეტენტური მასწავლებლები. სამინისტრომ რომ გადადგა ეს ნაბიჯი, ამას არ აღვიქვამ, ისე რომ მათ აჩუქა და ამის ღირსნი არ არიან. ზოგს ემოციური ფონი ჰქონდა, ზოგს ოჯახურმა პირობებმა არ შეუწყო ხელი და გადადეს ბოლოსთვის, შემდეგ ემოციურმა ფონმა კიდევ უფრო შეუშალათ ხელი, იმიტომ რომ სავალდებულო გახდა. ამიტომ სამინისტროს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ პირობებში, ჩვენი სოციალური მდგომარეობის პირობებში, მივესალმები და ვემხრობი“.

განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილისთვის სტატუსის მომატების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება