სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაციებს ხარაგაულმა და წყალტუბომ უმასპინძლა
17-12-2021
-
+


ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ისეთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია, მომზადებული შეხვდეს და აქ საუბარი მხოლოდ წერა-კითხვაზე არ არის; მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ საჭირო უნარები, რაც სწავლას არა მხოლოდ გაუადვილებს, არამედ შეაყვარებს კიდეც.

სწორედ ამისთვის, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, შეიქმნა წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელმაც გამოცემისთანავე ძალიან ბევრი მშობლის, მასწავლებლისა და რა თქმა უნდა, პატარა მკითხველის გული მოიგო.

ეს უნიკალური სახელმძღვანელო განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც სასკოლო ცხოვრებისთვისაც მოამზადებს და ამაყადაც შეუძღვება ერთგულ მეგობრებს ცოდნის ტაძარში.

განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, „პირველკლასელთა აკადემიამ“  უკვე მთელი  საქართველო რომ მოიცვა; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ზედმიწევნით ხვდებიან მის მნიშვნელობასა თუ დანიშნულებას მომავალი პირველკლასელების ცხოვრებაში და მაქსიმალურად უჭერენ მხარს იდეას - ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელ ბავშვს სახლში „პირველკლასელთა აკადემია“ ჰქონდეს.

სახელმძღვანელო თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ხარაგაულსა და წყალტუბოში წარადგინა. ხარაგაულში შეხვედრას ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვალერი ჭიპაშვილი, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

წყალტუბოში შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი,  საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ეს გახლდათ საქმიან-მეგობრული შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რაც მთავარია იმ ადამიანებთან, ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა და იცის, რომ წარმატებული სახელმწიფოს გზა სწორედ ახალგაზრდების განათლებაზე გადის.

ვიზიტებმა შთამბეჭდავად ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას, რომელიც წყალტუბოსა და ხარაგაულის მკვიდრი თითოეული ბავშვისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება