სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

წელს აცრის პასპორტი სანტა კლაუსსაც სჭირდება - 7 ყველაზე სასაცილო და ემოციური საახალწლო ვიდეორგოლი
17-12-2021
-
+


ყოველ წელს ზამთრის დღესასწაულების დამდეგს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ერთმანეთს ყველაზე სასაცილო და ემოციური სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნაში ეჯიბრებიან. გთავაზობთ, ჩვენი შეხედულებით, წლის საუკეთესო ნამუშევრებს. 

„ამ შობას, ვერაფერი შეგვაჩერებს/This Christmas, Nothing’s Stopping Us“ - ამ სახელწოდების ვიდეორგოლი გამოუშვა ბრიტანულმა ქსელმა - Tesco. მუსიკალურ ფონად ვიდეორგოლს Queen-ის კომპოზიცია გასდევს. 

ვიდეო გვიყვება, რომ სანტა-კლაუსსაც სჭირდება ვაქცინაციის პასპორტი, რათა საჩუქრები მთელი მსოფლიოს ბავშვებს დაურიგოს. ვიდეორგოლმა ზოგიერთი მომხმარებელის კრიტიკა გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ საშობაო ვიდეორგოლში COVID-აცრის რეკლამის ადგილი არ არის. 



BBDO-მ და Macy’s-ის მაღაზიების ქსელმა გამოუშვა მულტფილმი შველის შესახებ, რომელიც, სანტას მარხილში ჩაბმის სურვილით, ფრენას სწავლობს. ზღაპრის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ ისტორიას მამა საკუთარ ქალიშვილს თვითმფრინავში ჩასხდომის წინ უყვება. 



ბრიტანული კომპანია John Lewis, სავარაუდოდ, ყველაზე ემოციური სადღესასწაულო ვიდეორგოლების შექმნის მოდის ფუძემდებელია. დღესაც, ბრიტანეთში საახალწლო სამზადისი John Lewis-ის რეკლამით იწყება. როგორც ყოველთვის, წელსაც, კომპანიის ორწუთიანი ფილმი სახელად -„Unexpected Guest/მოულოდნელი სტუმარი“, ჯადოსნურ ისტორიას გვიყვება. 



ალბათ, ყველას გვიოცნებია უძირო ზღაპრულ ჩანთაზე საიდანაც სასურველ საჩუქრებს ამოვიღებთ, სწორედ ამ ოცნებას შეასხა ფრთა თავის რეკლამაში ბრიტანული მაღაზიებისა და აფთიაქების ქსელმა - Boots.



Disney-ის ბრიტანეთის ოფისი ყოველ წელს შობის წინ ემოციურ ანიმაციურ ვიდეორგოლს უშვებს. კომპანიამ არც წელს დასწყვიტა მაყურებელს გული და ახალი ჯადოსნური ანიმაცია შესთავაზა. 



ხელნაკეთი ნივთების მაღაზიების ამერიკული ქსელი - Hobby Lobby თავის საზეიმო მისალოც ვიდეოში ზღაპრულ ისტორიას გვიყვება. წინასაშობაოდ პატარა მეოცნებე გოგონა ყოველ დღე თავის ალბომში რაღაც ახალ ხატავს, დილით კი „გაცოცხლებულ“ ფანტაზიებს სახლის ეზოში პოულობს. ირკვევა, რომ ამ ყველაფრის უკან მოსიყვარულე მშობლები დგანან. მართალია, ალბომში ნაპოვნი მორიგი სიუჟეტი რთული შესასრულებელი აღმოჩნდება. 



სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury’s -ის ვიდეორგოლი კი გვახსენებს თუ როგორი შვების განცდა გვექნება, როდესაც, „ნორმალურ“ შობას შევხვდებით.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება