TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„ტესტების საშუალებით მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას“ - მარინე კოპალიანი
10-12-2021
-
+


წარმატებისკენ ბიძგი, მოტივაციის ამაღლება და წახალისება - სწორედ ეს არის izrune.ge-ს დანიშნულება და მისია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. 

სწორედ ასეთი პედაგოგია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის მასწავლებელი და IIა კლასის დამრიგებელი მარინე კოპალიანი. ქალბატონი მარინე მხოლოდ ორი თვეა, რაც კლასს ხელმძღვანელობს და უკვე მოახერხა, რომ მის მოსწავლეებს სუპერ კლასის სტატუსი მოეპოვებინა. პედაგოგი აპირებს, რომ სტასუსი არათუ შეინარჩუნოს, თავის მოსწავლეებთან ერთად უფრო მაღალ საფეხურებს დაეუფლოს.

პედაგოგი მიღწევების, მიზნებისა და სასკოლო ცხოვრებაში izrune.ge-ს მნიშვნელობაზე თავად გვესაუბრა.




- პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი izrune.ge-ს იმისათვის, რომ მოსწავლეებს განათლების გაღრმავების საშუალებას აძლევს. იმის გარდა, რომ სკოლაში განვითარდნენ, მათ აქვთ შესაძლებლობა ამ ტესტების საშუალებით მიიღონ სხვადასხვა საინტერესო და საჭირო ინფორმაცია. რაც შეეხება ჩემს კლასს - ოქტომბრიდან დავიწყე ჩემი პატარების დამრიგებლობა, ანუ სულ ორი თვეა. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ დამერეგისტრირებინა მოსწავლეები და დავხმარებოდი მათ izrune.ge-ს ტესტების აქტიურად გაკეთებაში. მართალია, რამდენიმე მათგანი უკვე იყო დარეგისტრირებული, თუმცა მე მინდოდა, რომ 100 პროცენიანი მაჩვენებელი გვქონოდა. ის, რომ ბავშვები აქტიურობენ მარტო ჩემი დამსახურება არ არის, მშობლებიც ძალიან ცდილობენ, რომ მათი შვილები ჩართულნი იყვნენ ტესტებში.

- თქვენ მე-2 კლასის დამრიგებელი ბრძანდებით, ამ ასაკი ბავშვებს მეტ-ნაკლებად უჭირთ მობლიზება და კონცენტრირება ერთ კონკრეტულ მიზანზე. როგორ შეძელით, რომ სუპერ კლასის სტატუსისთვის მიგეღწიათ?

- დაწყებითი კლასი ძალიან ფაქიზია მისადგომად, საკონტაქტოდ, იმიტომ რომ ესენი არიან სასკოლო ცხოვრებაში ახლადფეხადგმული ბავშვები, ახლა იწყებენ მზაობას. იმისთვის, რომ მათ მიიღონ კარგი განათლება და შეიყვარონ სწავლების პროცესიც გულით უნდა გიყვარდეს თითოეული მათგანი. უნდა შეგეძლოს ყველა ინფორმაცია, რაც გინდა გაიაზრონ სწორად და დაბალანსებულად, მიაწოდო მათ. ხელოვნურად პატარებთან ურთიერთობა ძალიან რთულია. უნდა შეძლო, რომ ყველა იყოს მობილიზებული, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. რა თქმა უნდა ამაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს მასწავლებელს, სკოლას და მშობელს. მასწავლებელმა განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა დაამყაროს მშობლბთანაც. მე  აქტიურად ვესაუბრები მათ ცვლილებებზე, რაც შემოდის ახალი სასწავლო გეგმით და რა ქტივობები უნდა ჩავატაროთ.

- ტესტირებისთვის მზადების პროცესი როგორია? თავიდანვე გქონდათ ეს მოტივაცია, რომ  სუპერ კლასის სტატუსი მოგეპოვებინათ?

- ნამადვილად თავიდანვე გვქონდა ეს მოტივაცია. თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვებიც მოუთმენლად ელოდნენ ყოველ ხუთშაბათს და მე რომც არ შევახსენო, თავადვე იჩენენ ინიციატივას. როგორც შემიძლია ვეხმარები, ძალიან ბევრს ვმუშაობთ და თვითონაც ყველაფერს აკეთებენ მაღალი შეფასების მისაღებად, შესაბამისად დაფასდა ჩვენი შრომა და სუპერ კლასის სტატუსიც მივიღეთ.

- როგორი იყო მოსწავლეებისა და თქვენი ემოცია, როცა ამ სტატუსს მიაღწიეთ? 

- როდესაც გავიგეთ რომ ნოემბრის თვის სუპერ კლასის სტატუსის მფლობელი გავხდით, რა თქმა უნდა, უზომოდ გაგვეხარდა. ბავშვების ემოციას კი ნამდვილად საზღვარი არ ჰქონდა. ძალიან აუმაღლდათ მოტივაცია. ეს არის ჩვენთის ძალიან დიდი სტიმული და პასუხისმგებლობა.  ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წოდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლომდე გვქონდეს სუპერ კლასის სტატუსი.

- თქვენი, როგორც დამრიგებლისა და პედაგოგის თვალით, რა შესძინა მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტებმა?

- ძალიან დადებითი და საჭირო გამოცდილება შესძინა ბავშვებს, ტესტები ძალიან კარგად არის შედგენილი და ზუსტადაა მორგებული ასაკობრივ კატეგორიასთან. ყოველი ხუთშაბათის ტესტირებისგან ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებენ ეს ბავშვები. მაგალითად გასულ კვირას სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონიდან რამდენიმე სიტყვა შეხვდათ, რომელიც შემდეგ კლასშიც განვიხილეთ და წინადადებებიც კი შევადგინეთ ამ სიტყვებზე. როდესაც კარგ შედეგებს იღებენ, საოცარი ემოციები აქვთ. ტესტების შემდეგ ყველაფერს განვიხლავთ კლასში და მოსწავლეებს უკეთ ამახსოვრდებათ.

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, სკოლა ნამდვილად ბრძოლის წინა ხაზზეა, ასევე ყველა ის მოსწავლე, ვინც სკოლაში დადის. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხშირად უწევთ მონაცვლეობით სწავლა - ხან დასწრებულად და ხან ონლაინ, izrune.ge-ს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ  შეინარჩუნონ მოტივაცია, აქტიურად ჩაერთნონ და მიიღონ ცოდნა, არა მხოლოდ სასკოლო ცხოვრებით. ჩემი შვილებიც ჩართულნი არიან izrune.ge-ში და მე როგორც მშობელი იმ გადმოსახედიდანაც ვიაზრებ მის მნიშვნელობას.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

ტრადიციულად, წელსაც მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება
 

პროექტის მიზანია იყო მოსწავლეებში ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება