TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის“ - გლდანი-ნაძალადევის რაიონის „ეტალონის“ I ტური დასრულდა
10-12-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თბილისელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე  გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ბესარიონ სიხარულიძე, თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ყველა ადამიანი, ვინც განათლების სისტემაშია ჩართული არ შეიძლება დადებითად არ იყოს განწყობილი „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ, რადგან ყველას უნდა გვესმოდეს არაფორმალური განათლების მნიშვნელობა მოსწავლეებისთვის. ბავშვები აქტიურად ერთვებიან, იძიებენ რესურსებს, ეცნობიან მასალებს, რომ მომზადებული შეხვდენენ ტესტებს და კარგად გაართვან თავი. ამიტომ მხოლოდ მივესალმები ასეთ აქტივობებს და გისურვებთ წარმატებებს, კიდევ ბევრი წელი იყავით მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების სადარაჯოზე“.


სარდიონ შაფათავა, თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი შესანიშნავი პროექტია და ასევე მინდა აღვნიშნო თავად etaloni.ge, რადგან ძალიან კარგად აშუქებთ განათლების სიახლეებს. მართალია მოსწავლეები ნახევრად დისტანციურად არიან, მაგრამ ამის მიუხედავად „ეტალონის“ მსგავს სასწავლო და შემეცნებით პროეტქებში სიამოვნებით ერთვებიან. ეს აძლევს მათ ცოდნის გარღმავების საშუალებას. ასევე მინდა გადაგიხადოთ მადლობა, მივიღეთ თქვენი სამადლობელი დიპლომი, მთელი კოლექტივი ვამაყობთ და ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას.“


ფიქრია ღამბაშიძე, თბილისის N115
საჯარო სკოლის დირექტორი:

„თქვენ ხშირად ახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის აღსანიშნავია  „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. ეს აქტივობები მოსწავლეებისთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო, აქ მონაწილეობა განსაკუთრებით პანდემიის ფონზე მათ მოტივაციასაც ზრდის, სწავლის მხრივაც ეხმარება და ასევე თუ რამეს აკეთებ კარგად ან ცუდად, თვითშეფასებაც უყალიბდება. მით უმეტეს როდესაც ეს არ არის ორიენტირებული შეფასებაზე და ნიშანზე. რა თქმა უნდა ჯილდო ყველას გვსიამოვნებს, როდესაც დავიმსახურებთ, ასევე წარუმატებლობაც შეიძლება მასწავლებელი იყოს. ასე უნდა მიუდგეს საკითხს მოსწავლეც და მშობელიც, მე მომწონს ძალიან და როგორც მშობელი, ჩემს შვილებსაც ვრთავ ხოლმე ასეთი ტიპის შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში. საინტერესო და სასარგებლოა.“

ელენე ფუტკარაძე,  თბილისის  N167 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ზოგადად ჩემო დამოკიდებულება არაფორმალური განათლების მიმართ არის ძალიან დადებითი, ვფიქრობ, რომ ეს არის საჭირო და აუცილებელი, რადგან აფართოებს მოსწავლის თავლსაწიერს რა თქმა უნდა ფორმალურ განათლებასთან ერთად. ასე ვთქვათ მოსწავლის მსოფლმხედველობას, განთლებას, განვითარებას - ყველაფერს უწყობს ხელს. თქვენი მხარდამჭერიც ვართ, ვმონაწილეობთ და დიდ პატივისცემას ვადასტურებთ. თანადგომისა და ყურადღებისთვის დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ „ეტალონის“ გუნდს. მინდა რომ გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა და კიდევ უფრო გაღრმავდეს“.

გიული შენგელია, თბილისის N118 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე გადავიდა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ სულ უნდა ჩავერთოთ ამ პროექტში ად აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი, მასწავლებლეის სურვილი და მოტივაცია გადავიდეს ბავშვბზეც. შემეცნებითი პროექტები რაც აქვს „ეტალონს“ ძალიან სასურველი და მისაღებია. ეს ჩვენი პირველი საფეხური იყო და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ“.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება