სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის ისტორიის სახელმძღვანელოში ივანიშვილის ბიოგრაფია - განათლების სამინისტრო განმარტავს
06-12-2021
-
+


მეორე დღეა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსა და მასში შეტანილი ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის გამო საზოგადოებაში უკმაყოფილება არ ცხრება. გასაგებია, რომ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურა შეიძლება მოგწონდეს ან არა - ყველაფერი გემოვნების ამბავია, მაგრამ ერთი ფაქტია - პოლიტიკური სპეკულაციების თემად ეს საკითხი არ და ვერ გამოდგება, რადგან სახელმძღვანელოში მხოლოდ ივანიშვილის კი არა სხვა თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების შესახებ ცნობებიც არის შეტანილი. განათლების სამინისტრო Etaloni.ge-სთან ექსკლუზიურად განმარტავს საკითხს. ოფიციალური სტრუქტურის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

„მე-9 კლასის ისტორიის ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი, უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან: პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები. წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე. ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, მმართველობაში მოვიდა „ქართული ოცნება“. სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ასევე მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა „ასოცირების შესახებ შეთანხმებამ“. ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება