სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ბაღები ვისრუსის გამო სრულად აღარ დაიხურება - საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მსჯელობს
03-12-2021
-
+


საბავშო ბაღებისთვის დაწესებული რეგულაციები შესაძლოა შეიცვალოს. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენელმა etaloni.ge- ს განუცხადეს, რეკომენდაციების შეცვლის მოთხოვნით სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მკაცრი რეგულაციებია დაწესებული საბავშვო ბაღებისთვის, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ბაღში ინფექციის ერთი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მთლიანი დაწესებულება 2 კვირით იხურება. აღნიშნულ რეგულაციას დიდი ხანია აპროტესტებენ მშობლები -  ვისაც ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, მუდმივი ლოქდაუნის რეჟიმში არსებული ბაღების გამო, სამსახურში პრობლემა შეექმნა... ისინი ფიქრობენ, რომ „უსამართლობაა, როცა ვირუსი ერთ ჯგუფში ფიქსირდება და ამის გამო, მთლიანი ბაღი იხურება“. 

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, „ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ მუშაობენ განახლებულ რეგულაციებზე და როცა გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული, აუცილებლად გამოაქვეყნებენ“.

ცნობისთვის, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს საჯარო სკოლებში, ვირუსის დაფიქსირების შემდგომ დისტანციურ სწავლებაზე გადადის კლასი ან კონკრეტული მოსწავლე. სკოლის მთლიანად დახურვაზე კი  რეკომენდაციას ადგილობრივი დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები იძლევიან. 

etaloni.ge განახლებულ რეგულაციებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

იხილეთ ასევე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება