სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელფასების ზრდა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ 10 პროცენტი ამ შემთხვევაში უმნიშვნელო მატებაა“ - არჩილ მარკოიძე, პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი
02-12-2021
-
+


2022 წლის იანვრიდან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები მასწავლებლების მსგავსად გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტშიც, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე თვეში უნდა დაამტკიცოს. ხელფასების ზრდაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფებოდა.

საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge  სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

საკმარისია თუ არა ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა და რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით? - ამ კითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორმა არჩილ მარკოიძემ უპასუხა:

„ხელფასების გაზრდა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ 10 პროცენტი ამ შემთხვევაში უმნიშვნელო მატებაა, რადგან ისედაც დაბალი ანაზღაურება აქვთ მაღალმთიანი სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ მომატებულ ხელფასს ჩამოეჭრება საშემოსავლო, საპენსიო, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა. სჯობდა არა 10 პროცენტით, არამედ კონკრეტული თანხით გაზრდილიყო ყველასთვის. ჩვენთან მაგალითად დირექტორის ხელფასი არის 570 ლარი, ამ თანხის 10 პროცენტი  დაბეგვრით ისეთი მიზერული თანხა გამოდის. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფრის მიუხედავად კიდევ გაიზრდება და ეს პროცესი შენარჩუნდება, რომ სკოლაში ყველა დასაქმებულს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს“.

10 პროცენტით გაზრდილ ხელფასებს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 1-ელი იანვრიდან მიიღებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება