სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემია“ კახეთში - საქმიან-მეგობრული შეხვედრა გურჯაანისა და სიღნაღის მერებთან
02-12-2021
-
+


როცა პანდემია დროს აჩერებს, როცა განათლება ყოფით საკითხებს უთანაბრდება, როცა ჯანმრთელობა და სიცოცხლეა უმთავრესი პრიორიტეტი, მაღალ მატერიებზე ფიქრი თითქმის შეუძლებელი ხდება; მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც მომავალ თაობებსა თუ მათ განათლებაზე ზრუნვა ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, მათთვის ხელშემშლელი ფაქტორები არ არსებობს - „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი და izrune.ge ის პროექტებია, რომლებიც დრომ გამოსცადა და მოსწავლეების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს; მაგრამ ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ ზრუნვა, წინასასკოლო პერიოდი კი ემოციების ზღვას უკავშირდება - პირველი გაკვეთილი, პირველი მასწავლებელი, პირველი შეხვედრა მშობლიურ ანბანსა თუ მომავალ მეგობრებთან. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, პატარები ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ სასკოლო ცხოვრებისთვის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ კი ის წყაროა, რომელიც ფართოდ გაუღებს კარს და ამაყად შეუძღვება ცოდნის ტაძარში.

„პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე დაიპყრო პატარების გული, მოიცვა საქართველო და ბევრი პატარაც გაახარა. ორმაგად სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სწორედ მომავალი თაობების განათლებაა პრიორიტეტი და ისიც კარგად უწყიან, არაფორმალური განათლების პროექტებს ლომის წილი რომ აქვთ ამ საქმეში.

„ეტალონის“ პროექტებისა და „პირველკლასელთა აკადემიის“ ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წიგნი-რვეული კახეთის რეგიონს გააცნო, ამჯერად შეხვდა გურჯაანის მერს - ზურაბ უტიაშვილსა და სიღნაღის მერს - მალხაზ ბეგიაშვილს. საქმიან-მეგობრულ შეხვედრაზე სახელმძღვანელოს მნიშვნელობასა და მის როლზე ისაუბრეს მომავალი პირველკლასელების განვითრებაში, შეეხნენ არაერთ საჭირბოროტო საკითხს და რა თქმა უნდა, ისიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, გურჯაანისა და სიღნაღის მკვიდრი პატარები სასკოლო ცხოვრებას უკვე მომზადებულები შეხვდებიან, რადგან შეხვედრებზე მომავალ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება