| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელის მთავარი პრინციპი შემდეგია: უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული - ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა.
ჩხენკელმა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელზე ისაუბრა და განმარტა, პროექტი დასრულებულია და ხოლო ახლა ხდება ფორმულის შეჯერება, თუ როგორ მოხდეს დაფინანსების განაწილება.
„დაფინანსების ახალი მოდელის მთავარი კონცეფცია არის საბაზო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნება საბაზო დაფინანსება, რაც გარანტიას იძლევა, რომ უნივერსიტეტებს ექნებათ ფინანსები, რომელიც მოხმარდება როგორც აკადემიური პროცესის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი პროცესის განვითარებას.
მთავარი პრინციპი შემდეგია - უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც. მოხდა ნიშნების ინფლაცია, ანუ გამოცდა აღარ გამოცდობს. რატომ? - იმიტომ, რომ ფაკულტეტი არ არის დაინტერესებული, სტუდენტი გამოცდაზე ჩაიჭრას, დაკარგოს სტუდენტი, რადგან ფაკულტეტის და უნივერსიტეტის კეთილდღეობა მიბმულია მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე. ეს არასწორი მიდგომაა. საბაზო დაფინანსება გარანტიაა იმ ფინანსური მინიმუმის, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის. ეს დაფუძნებული იქნება თვლად ინდიკატორებზე. შემდეგი ეტაპია დაფინანსების ფორმულის კონკრეტიკის გათვალისწინება. შეხვედრები გაიმართება რექტორთა ჯგუფებთან. შემდეგ ამას გავიტანთ რექტორთა საბჭოზე. პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი. გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, რომ იმ კონკრეტულ ფორმულაზე შევჯერდეთ, რასაც გამოვიყენებთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ