სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თბილისის საბავშვო ბაღების საახალწლო ტკბილეულისთვის - რას და როდის მიიღებენ აღსაზრდელები
30-11-2021
-
+


საბავშვო ბაღებში საახალწლო ტკბილეულის გასაცემად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთი შეფუთვის ღირებულება კი 8.75 ლარით განისაზღვრა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 15 დეკემბრის ჩათლით 61 489 სასაჩქურე ნაკრები უნდა გადასცეს ბაღებს. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია „ბარამბომ“ მიიღო.

„თითოეული საბავშვო ბაგა-ბაღისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიმართვიდან 2 (ორი) კალენდარულ დღეში.

შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში 1 (ერთი) შეფუთვა ტკბილეულის საწყისი სავაჭრო ფასია 8.75 (რვა ლარი და 75 თეთრი) ლარი. შესყიდვის საერთო საწყისი სავაჭრო ფასია 538 028 (ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოცდარვა ლარი და 75 თეთრი) ლარი.

სხვადასხვა ტკბილეული (სასაჩუქრე ნაკრები). შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა - 61 489 შეფუთვა“, - აღნიშნულია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში.

„ბარამბოს“ მიერ შეთავაზებული ტკბილეულის ჩამონათვალი ასეთია: 


ასევე სააგენტოს დოკუმენტში განსაზღრულია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ტკბილეული.

თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს. კერძოდ, თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N 301/ნ ბრძანებით დამტკიცებულ„ სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების“ შესახებ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ტრანსცხიმებს (შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული), კონსერვატებს, გმო-ს და ორგანიზმისთვის სხვა საშიშ ქიმიურ ელემენტებს.

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. (მათ შორის საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N 301/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების“ შესახებ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე).

მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60 %, მინიმუმ 3 თვე მოწოდების მომენტისთვის“, - აღნიშნულია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება