სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მთავარია, რომ ხელფასების ზრდის საკითხს ყურადღება ექცევა“ - ანზორ თურაძე, მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
29-11-2021
-
+


ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ზოგიერთი კატეგორიის საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება, მათ შორის საჯარო მოხელეებთან გათანაბრებული მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა ანაზღაურებაც.

საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge  სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

საკმარისია თუ არა ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა და რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით? - ამ კითხვებს შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა ანზორ თურაძემ უპასუხა:

„სკოლების ადმინისტრაცია არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს სასწავლო დაწესებულებაში, რაც პანდემიურ რეალობაში ვართ მათ ფუნქციები და პასუხისმგებლობაც მოემატათ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ არსებული რეალობა გაითვალისწინეს და იზრდება კიდეც ანაზღაურება. ბევრია თუ ცოტა ამას მე ვერ შევაფასებ. მთავარია, რომ ყურადღება ექცევა საკითხს, დღეს ისეთი სოციალური მდგომარეობაა, განსაკუთრებით რეგიონებშიც 5 პროცენტიც რომ იყოს მაინც სასიხარულო იქნებოდა. ასე უფრო დაფასებულად იგრძნობს სკოლის თანამშრომელი თავს და იმედიც ექნება, რომ მომავალში კიდევ უფრო გაეზრდება ანაზღაურება“.

10 პროცენტით მომატებულ ხელფასებს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 1-ელი იანვრიდან მიიღებენ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება