სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„პანდემიის პირობებში „ეტალონს“ ორმაგად დიდი მნიშვნელობა ენიჭება“- ლაგოდეხში ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური დასრულდა
29-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლაგოდეხელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლაგოდეხის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

თეა მეტრეველი, ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში ვიტყოდი, რომ „ეტალონის“ ყველა ასეთ აქტივობას მხარდაჭერას ვუცხადებ და მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები ამ კონკურსში აქტიურად არიან ჩართულები. მეორე ეტაპზე ჩვენი 6 მოსწავლე გადავიდა; ჩვენი სკოლა „ეტალონის“ აღნიშნულ პროექტთან აქტიურად ვთანამშრომლობს და მახარებს ბავშვების აქტივობა. მოსწავლეებს ამ კონკურსის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი თავი შეამოწმონ, როდესაც მეორე ეტაპზე გადადიან მათ თავდაჯერებულობაც ემატებათ და სწავლისადმი უფრო მოტივირებულები ხდებიან, რადგან შრომა უფასდებათ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ შექმნილი სტრესული გარემო-პირობების მიუხედავად მოსწავლეები კონკურსში დიდი ინტერესით ერთვებიან. პანდემიის პირობებში „ეტალონს“ ორმაგად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბავშვების იზოლაცია და მხოლოდ სტრესზე ორიენტირება აღარ ხდება. ეს მათი მომავალი განვითარებისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

შაისმაილ ისლამოვი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. მეც და ჩემი პედაგოგებიც აღნიშნულით ძალიან კმაყოფილები ვართ. მიგვაჩნია, რომ „ეტალონი“ განათლებული მომავალი თაობის აღზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი მუდამ უნდა არსებობდეს, რათა მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია არასოდეს დაეკარგოთ.

მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით მეც და ჩემი მოსწავლეებიც კმაყოფილები ვართ. იმედი მაქვს, ჩემი მოსწავლეები მეორე ეტაპზეც დიდი წარმატებით იასპარეზებენ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის სწავლის მხრივ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მათ ცოდნასთან ერთად დიდ გამოცდილებასაც სძენს. სწავლისადმი მოტივაციის გაზრდისთვის აღნიშნული კონკურსი მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

ლამარა ტაბატაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ ჩემი მოსწავლეების მონაწილეობით პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგადად, რაც უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები „ეტალონის“ კონკურსებში მათთვის განათლების კუთხით დიდი გამოცდილება იქნება; როდესაც განათლების, ცოდნის მიღებაში შეჯიბრებითობაა ჩართული მოსწავლეები ბევრად უფრო აქტიურები ხდებიან და სასწავლო პროცესიც მეტად ხალისიანად მიმდინარეობს. „ეტალონი“ ბავშვებს ეხმარება მიიღონ უკეთესი განათლება და ასევე, სასწავლო პროცესი უფრო სასიამოვნო ამბებთან იგივდება. „ეტალონი“ მოსწავლეებს მეტ მოტივაციას აძლევს.

ლია ხაჩიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მინდა „ეტალონს“ ამ პროექტისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მოსწავლეები კონკურსში დიდი ხალისით ჩაერთნენ და მეც გახარებული ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე სამი მათგანი გადავიდა. თითოეული კარგი, მონდომებული მოსწავლეა და იმედს ვიტოვებ გამარჯვებულებიც გახდებიან. მინდა ეს პროექტი კიდევ ბევრჯერ ჩატარდეს, მეც და ჩემი კოლეგებიც „ეტალონის“ კონკურსებს მივესალმებით. მიმაჩნია, ამ კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეების მომავალ ცხოვრებაზე დადებითად აისახება, რადგან „ეტალონი“ ბავშვებს ცხოვრების ასპარეზზე გასვლაში ეხმარება. ჩემი მოსწავლეებით მე ძალიან ვამაყობ და მინდა ცხოვრებით ყველა ეტაპზე ყოველთვის წარმატებულები იყვნენ.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება