სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დირექტორი მხოლოდ კომუნალურების გადახდითა და ტექნიკური საქმიანობით არ უნდა იყოს დაკავებული...“ - დგებუაძე
27-11-2021
-
+


განათლების სამინისტრო სკოლის ლიდერობის კონცეფციაზე მუშაობს - ეს მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე. დგებუაძემ ასევე დასძინა, რომ მინისტრის ბრძანებით, შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, სადაც ჩართულები არიან განათლების კომიტეტის წარმომდგებელიც.

„ჩვენ ვამუშავებთ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც სკოლა უნდა დავინახოთ მთლიანად და არა მარტო მასწავლებელი, მოსწავლე ან დირექტორი... სამუშაო ვარიანტი უკვე გადაგზავნილია ჯგუფის წევრებთან, სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლებთან, სსიპ-ების წარმომადგენლებთან და მათთან შეთანხმებით ხდება სისტემის დამუშავება, რომელიც იმედი მაქვს, წლის ბოლოს დასრულდება“, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ და ასევე, ყურადღება გაამახვილა დირექტორის როლზე სკოლაში, რაც მხოლოდ კომუნალურების გადახდითა და მშობლებთან კომუნკაციით არ უნდა შემოიფარგლებოდეს:

„არსებული მოდელით, დირექტორის ფუნქცია მართალია არის სკოლის მართვა, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით, ისინი ძირითადად დაკავებულები არიან ტექნიკური საქმიანობით; არადა მნიშნელოვანია სკოლის დონეზე მოხდეს მასწავლებლების განვითარება, მხარდაჭერა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი არის სკოლის დირექტორი; ამიტომ გვაქვს სურვილი მეტად განვითარდეს... დირექტორი  უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ეხმარება [მასწავლებელს] არა მხოლოდ ტექნიკური კუთხით, მშობელთან კომუნიკაციაში, მოსწავლეების ჩარიცხვისა თუ კომუნალურების გადახდის ნაწილში, არამედ სრულად იყოს მხარდამჭერი იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობს სკოლის წიაღში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება