სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
26-11-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

მოსწავლეები - თამარ ჯინჭარაძე და საბა ჟღენტი დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამარ ჯინჭარაძე მუნიციპალიტეტის ყველაზე რეიტინგულ მოსწავლეთა ათეულში მოხვდა. მან 69 ქულა 03:45 წუთში დააგროვა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა.

„ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს „ეტალონის“ პირველ ეტაპში. მეორე ეტაპზე გადავიდა ორი მოსწავლე - თამარ ჯინჭარაძე და საბა ჯღენტი. „ეტალონმა“ მოსწავლეები ოქროს სიგელებით დააჯილდოვა; თამარ ჯინჭარაძე კი ათეულში მოხვდა; გილოცავთ ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება