სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას უმალავენ მშობლები მასწავლებლებს? - დარღვეული კოვიდრეგულაციები
24-11-2021
-
+


კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები შესაბამისი რეგულაციებით ხელმძღვანელობენ, რომლის თანახმადაც, თუ მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ის სკოლაში კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე არ უნდა გამოცხადდეს.

რა ხდება როდესაც მოსწავლეს, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში სკოლაში დადიოდა, კოვიდ-19 უდასტურდება? - ასეთ დროს მისი კონტაქტები იზოლაციაში გადადიან, შესაბამისად, კლასი სრულად გადავა დისტანციურ სწავლებაზე.

მშობელთა უმრავლესობა დისტანციური სწავლების მომხრე არაა, ისინი განმარტავენ, რომ მუშაობენ და სახლში ბავშვს ვერ მიაქცევენ ყურადღებას. შესაძლოა ონლაინ სწავლებაზე უარის მიზეზი არც იყოს მშობლის სამსახური, არიან დიასახლისებიც, რომლებსაც, უბრალოდ, არ სურთ, შვილებმა განათლება ონლაინ რეჟიმში მიიღონ.  

აირჩიოს თუ არა კლასმა დისტანციური სწავლება - ამ თემაზე მშობლები ვერასდროს თანხმდებიან, სწორედ ამიტომ, მათ ინდივიდუალურად აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, რა ფორმით სურთ შვილების განათლება კოვიდპანდემიის პირობებში, თუმცა კლასში ვირუსის დაფიქსირების დროს მშობლებს აზრს აღარავინ ეკითხება, კლასი სრულად გადადის იზოლაციაში.

რას მალავენ მშობლები?

სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი კლასის მშობლები ერთმანეთში თანხმდებიან, რომ მოსწავლის სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი დარჩება სახლში და მას მშობელი ტესტს არა მე-2, მე-3 დღეს გაუკეთებს, არამედ - შემდეგომ დღეებში, რადგან როგორც აღვნიშნეთ, თუ ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა და ბოლო 48 საათის პერიოდში ბავშვი სკოლაში იყო, კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ასეთი ქცევით მშობლები კლასს „ინდობენ“ ონლაინ სწავლებაზე გადასვლისგან, თუმცა უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან ბავშვების და მათი ოჯახების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა და დამრიგებლებმა აღნიშნული შეთანხმების შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იციან. ისინი რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლისგან ითხოვენ, სკოლაში მოსვლამდე გაიკეთოს კოვიდტესტი, ინფიცირებული მოსწავლეების მშობლები მათ ატყუებენ, რომ ტესტი უარყოფითია, თუმცა „რადგან ბავშვი გაციებულია, არ გამოუშვებენ სკოლაში რამდენიმე დღე“, ეს რამდენიმე დღე კი მინიმუმ ერთი კვირა გრძელდება. მართალია, კოვიდიანი მოსწავლე არ დადის სკოლაში, მაგრამ ვირუსი მაინც ვრცელდება, რადგან კლასი იზოლაციაში არ გადადის, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ინფიცირებულს კლასელებთან კონტაქტი ჰქონდა.

ყოველკვირეულად დისტანციურ სწავლებაზე ათობით სკოლა და ასეულობით ცალკეული კლასი გადადის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება, სკოლების სრულად დახურვა კი არ განიხილება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება