სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს წარმატებით უმკლავდება“ - ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი
16-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით, როგორია მის სკოლაში ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?

- 2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლების მსგავსად ონლაინ ფორმატით დავიწყეთ, ხოლო 4 ოქტომბრიდან საკლასო სივრცეში გადავინაცვლეთ. მანამდე კი სკოლის დირექციამ, პანდემიურ მდგომარეობის პრევენციული ზომების გათვალისწინებით, შევადგინეთ საგანგებო გაკვეთილების ცხრილი  - სკოლის 6 კარებში შემომსვლელ კლასებთა განრიგი დროის მითითებით, რეგულაციების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების გამოყოფით. სკოლა ამ ეტაპზე სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე იმყოფება. რამდენიმე დღეში მთლიანად საკლასო სივრცეში აღდგება სწავლის პროცესი. რაც შეეხება მშობელთა მოსაზრებებს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, უმრავლესობა დასწრებული სწავლების მომხრეა. სკოლის 800-მდე მოსწავლიდან, მხოლოდ 12 დარეგისტრირდა ონლაინ ფორმატში სწავლებაზე. ვფიქრობთ, პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს მალე, ძალიან მალე დავძლევთ და ჩვეული რიტმით გავაგრძელებთ სწავლა-სწავლების პროცესს.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?

- სკოლა დირექციის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით, უკვე ორი წელია ჩართული პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“. ვინაიდან დირექცია და სასკოლო საზოგადოება დაინტერესებულია საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე რეფორმებით, ამ პროექტმა მოგვცა საშუალება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში აქტიურად ჩავრთულიყავით. შესაბამისად, დავიწყეთ კომპლექსური დავალებების შექმნა-განხორციელება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის ყველა მასწავლებელს თავიდანვე კომპლექსური დავალებებისადმი მიმღებლობა ჰქონდა, რადგან მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ჩვენი უმთავრესი მიზანია. თავდაპირველად მშობლები თითქოს სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ მათ დაინახეს რა მასწავლებელთა მზაობა, ეს გადამდები გახდა მათთვისაც. რადგან კარგად გაიაზრეს, რომ ამდაგვარი ტიპის დავალება ძალუმად გახლავთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განმტკიცების საუკეთესო საშუალება. 

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- მიმდინარე 2021-2022 სასწავლო წელს სკოლა, ტრადიციისამებრ, წინასწარ შემუშავებული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სასწავლო გეგმით შეუდგა სწავლა-სწავლების პროცესს. მიუხედავად პანდემიისა, წარმატებულად მიმდინარეობს არა მარტო საგაკვეთილო პროცესი, არამედ კლუბური მუშაობა, სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში პრევენციული ზომების გათვალისწინებით შთამბეჭდავი პროექტების განხორციელება, თუმცა არა ისეთი მასშტაბურობით, როგორც პანდემიამდე. აქტიურად ვიყენებთ ონლაინ შეხვედრების ფორმატს კათედრებთან და მშობლებთან შეხვედრისას. ერთი სიტყვით ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა, შეიძლება ითქვას, წარმატებულად უმკლავდება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- ჩვენს სკოლას მშობლებთან მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შვიდი წელია, ყოველ დეკემბრის შუა რიცხვებისათვის, პირველი სემესტრის დასრულებამდე, ვაწარმოებთ მშობელთა კმაყოფილების კვლევას და აქ გამოთქმულ შენიშვნებს მუდამ ყურად ვიღებთ. მარტის თვეში ტრადიციად გვაქვს დამკვიდრებული მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა კონფერენცია სახელწოდებით „3მ - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი - ჩვენ ერთად ვართ!“ კონფერენციის მიზანია ერთობლივად მოსწავლის წარმატებულ შედეგზე აქცენტირება. ამ პანდემიის პირობებში, ვთვლი, რომ მშობლებმა ნდობა გამოგვიცხადეს და მოსწავლეების უმრავლესობა სკოლაში დადის. გაგვაჩნია მშობელთა წინადადებების და შენიშვნებისადმი გათვალისწინების კულტურა, ამიტომ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ვგეგმავთ შაბათი დღის სასწავლო დღედ დამატებას. პანდემიით გამოწვეული სწავლის პროცესში ხარვეზების აღმოსაფხვრას დამატებით გაკვეთილების ჩატარებით ვახერხებთ, როგორც საკლასო სივრცეში, ისე ონლაინ ფორმატით. დამატებით გაკვეთილებს ვგეგმავთ, როგორც ონლაინ ისე, საკლასო სივრცეში.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- კარგად გვაქვს რა გააზრებული ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება, სკოლის მასწავლებელთა 80%-ზე მეტი აცრილია, რაც შეეხება მშობლების ვაქცინაციის საკითხს, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, მშობელთა უმრავლესობა აუცრელია. მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ: აიცერით - რათა გადავარჩინოთ მომავალი!

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება