სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„თანამშრომლების 88% ვაქცინირებულია“- თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გურაშვილი
15-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გურაშვილი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- პანდემიიდან გამომდინარე მშობელს საშუალება ეძლევა აარჩიოს სწავლების ფორმატი; შესაბამისად სკოლაში არის დისტანციურ-ჰიბრიდული სწავლება (72% დასწრებულ და 28% ონლაინ რეჟიმზე). ვფიქრობ, ყველამ ვისწავლეთ პანდემიასთან თანაცხოვრებით მუშაობა, არსებულ სიტუაციაში მშობელიც და მოსწავლეც აცნობიერებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- მეორე წელია ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულია. მასწავლებლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგები, გვყავს საგნობრივი ექსპერტები, რომლებიც მასწავლებლებს ეხმარებიან კომპლექსური დავალებების შესრულებაში. ასეთი დავალებები ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და სკოლაში მშობელთა ჩართულობის ამაღლებას

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- სკოლა ჩართულია სხვადასხვა სახის პროექტებში, კონკურსებში. ამ ეტაპზე ხორციელდება პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, ამასთან დაკავშირებით სკოლაში ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ძირითადად უფრო ონლაინ-ღონისძიებები იგეგმება.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალურია, აქედან გამომდინარე ვერ ვხედავთ აუცილებლობას შაბათი დღე სასწავლო დღედ გამოცხადდეს.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- სკოლაში ტარდება თანამშრომელთა ყოველკვირეული ტესტირება, თანამშრომლების 88% ვაქცინირებულია; რაც შეეხება მშობელთა ვაქცინაციას ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება