სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დასწრებითი სწავლება გახდეს სავალდებულო - მშობლებს არ დავუტოვოთ მოდელის არჩევის საშუალება“
15-11-2021
-
+


სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აზრით, სკოლებში ჰიბრიდული სწავლების მოდელი არაეფექტურია, სკოლაში დასწრებითი სწავლა სავალდებულო უნდა გახდეს და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების მოდელის არჩევა ყოველ კვირაში არ უნდა შეეძლოთ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ ზეპირი მოსმენისას 1-ელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ აღნიშნა, ჰიბრიდული მოდელისას იქმნება ქაოსური სიტუაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს ცხრილი ყოველ კვირას ეცვლება.

„ჩვენი თხოვნაა, რომ იქნება სასწავლო პროცესის მოდელის არჩევის საშუალება მშობლებს არ დავუტოვოთ და დასწრებითი სწავლა გახდეს სავალდებულო. ჩვენ ლოკალურად, წერტილოვნად კლასები ონლაინ რეჟიმში მაინც გადაგვყავს, თუკი ამის საჭიროება კოვიდის დადასტურების შემთხვევაში არსებობს. ცუდია ის, რომ ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეს შეუძლია აზრი შეიცვალოს, დარჩება სკოლაში თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ეს ქმნის ძალიან ქაოსურ სიტუაციას. ყოველ კვირას სკოლას ეცვლება ცხრილი. ყველა კლასკომპლექტს შესაძლოა, ყოველ კვირაში შეეცვალოს მასწავლებელი. სისტემური სწავლების პირობებში ეს ბავშვები ვეღარ არიან. ვისაც აქვს ონლაინ ყოფნის სურვილი, ხომ შეიძლება ისე მაინც გაკეთდეს, რომ არჩევანის შესაძლებლობა მაინც შევამციროთ. ავირჩიე ონლაინ სწავლება? - ერთი სემესტრი დავრჩე ონლაინ სწავლებაზე. სკოლისთვისაც განსაზღრული იქნება და მოსწავლისთვისაც, ვინ ეყოლება მასწავლებელი და ვინ კლასელი. ამ პროცესს ვფიქრობ, რომ უნდა დალაგება და კიდევ ერთი საკითხი, მოსწავლეები თავად ჩივიან ამაზე, რომ არათანაბარ პირობებში არიან ონლაინ და დასწრებული სწავლების მოდელზე მყოფი ბავშვები. შეინიშნება მათი კალაპოტიდან ამოვარდნა,“ - განაცხადა 1-ელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ.

ამასთან, როგორც ზეპირი მოსმენისას სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა და გიმნაზია „შავნაბადას“ დირექტორმა ავთო აბდუშელიშვილმა განაცხადა, ჰიბრიდულ სწავლებაზე იხარჯება რესურსი, საბოლოო ჯამში, კი არაფერი გამოდის.

„დისტანციურ სწავლებაში ჩართული მოსწავლეები იმ შედეგებზე ვერ გადიან, როგორზეც დასწრებით სწავლებზე მყოფი მოსწავლეები გადიოდნენ. დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფორმაა, მაგრამ მაშინ, როცა ბავშვებს აქვთ მაღალი მოტივაცია, მაგრამ როცა არ აქვთ სწავლის მაღალი მოტივაცია, დისტანციური სწავლების ფორმატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენოთ „გაძრომის“, კლასიდან კლასში გადასვლის ბერკეტად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მხოლოდ ტექნიკურად უზრუნველყოფაზე კი არ გაამახვილოს ყურადღება, გაამახვილოს შინაარსზე, გავდივართ კი შედეგზე? არავინ ეკითხება მოსწავლეს და არც გვაქვს ამის უფლება არავის, რატომ გადადის დისტანციურ სწავლებაზე - დილით ადრე ადგომა გეზარება? თუ ბაკურიანში გინდა სასრიალოდ წასვლა ან რთველში? როცა 12 წლიდან ვაქცინაცია შესაძლებელია, არსებობს ქვეყანაში ვაქცინა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვისაც გინდათ მოდით და ვისაც გინდათ დარჩით? ეს სკოლებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს. არსებობენ რისკ ჯგუფები, ამ შემთხვევაში იწერება ცნობა, მაგრამ, როცა მშობელი თავისი მოსაზრების გამო ამბობს, რომ იცი რა, მე სკოლაში არ ვუშვებ, მაგრამ მერე ვხედავთ, რომ დაბადების დღეებზეც დადიან და ა.შ, ცუდია. პრაქტიკად იქცა, რომ გადიან ქალაქგარეთ და ონლაინ რთავენ ბავშვებს,“ - განაცხადა ავთო აბდუშელიშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება