სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეთა თვითშეფასებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“- წალკაში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
12-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ ფორმატში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ეს პროექტი, უკვე მრავალი წელია, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და მათი მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს. მასში მონაწილეობის სურვილს კი უფრო და უფრო მეტი მოსწავლე გამოთქვამს. ჩემპიონატი მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 11 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა წალკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 71 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

წალკის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ალა მეგრაბიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. მათთვის ძალიან შემეცნებითია ამ პროექტში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი, წამახალისებელი, სტიმულის მიმცემი და სასარგებლო პროექტია. ყველა კომპონენტი, რაც ტესტებში შედის, ბავშვებისთვის საინტერესო და ცოდნის მომცემია. მინდა, „ეტალონის“ ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო. სხვათა შორის, გასულ წლებში მუნიციპალიტეტის რეიტინგში შემავალი მოსწავლეც გვყავდა, რაც ძალიან გვეამაყება.

მიხეილ ჯაყელი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ პირველი ეტაპი მშვიდად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. ჩვენი 2 მოსწავლე, რომლებსაც კომპიუტერი არ ჰქონდათ, სკოლიდან ჩაერთნენ, ხოლო დანარჩენებმა სახლიდან მიიღეს მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია. მოსწავლის ინტერესებისკენ მიმართული კონკურსია. დაინტერესებაც მაღალია, ამჯერადაც, საკმაოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე კი ჩვენი სკოლიდან 2 ბავშვი გადავიდა. ახლა მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ ყოველწლიურად, აქტიურად და დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

მარინე ბერიანიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტები, რომლებშიც ბავშვები თავიანთ შესაძლებლობებს ავლენენ, ძალიან კარგია. ეს მათი თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ისინი გამოცდილებას იღებენ. ჩვენ „ეტალონის“ მხარდამჭერები ვართ. მოსწავლეებიც აქტიურად ერთვებიან. წელსაც 50 მოსწავლე დარეგისტრირდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პარალელური კლასები არ გვყავს და ზედა საფეხურზე ბევრი მოსწავლე არაა, ჩართულობის მაჩვენებელი ნამდვილად ძალიან მაღალია. მეორე ეტაპზე 12 ბავშვი გადავიდა. მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობით თავიანთ ცოდნას ამტკიცებენ და შესაძლებლობებს ავლენენ. შედეგიც მათი ცოდნის შესაფერისია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები პროექტში აქტიურად და დიდი ინტერესით ერთვებიან. გვყოლია მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეც“. ეს პროექტი მოსწავლეთა თვითშეფასებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს კონკურსი აჩვენებს, თუ რა შეუძლია მოსწავლეს. კარგი საშუალებაა, რომ თავიანთი თავი გარედან დაინახონ და გამოცდილება მიიღონ.

ოთარ ვანაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით ძალიან ბევრი მოსწავლე იყო დაინტერესებული. ძალიან კარგი პროექტია, ჩვენი მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას და ყველა კმაყოფილები ვართ. ბავშვები ამ საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდებიან. „ეტალონი“ ძალიან გვეხმარება. ჩვენი სკოლის მოსწავლეები გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მათი მოტივირებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

საჯარო სკოლების 1000 პედაგოგი ინტერნეტს უფასოდ  მიიღებს

16 პუნქტი, რომელიც მასწავლებლემა სტუდენტტის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს 

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობილია, რა ფორმით შეგეხებათ უმაღლესების რეფორმა

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებს იდეის რეალიზებაში ახმეტის ტექნოპარკი ​დაეხმარათ

თამაში ჩატარდა საინტერესო და მეგობრულ გარემოში, მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება