სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მომატებული 20, 30, 40 ლარი - სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ
11-11-2021
-
+


სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მანდატურებს 1-ლი იანვრიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.

მასწავლებელთა სტატუსის დანამატის ზრდის პარალელურად, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ითხოვდნენ, მათთვისაც გაზრდილიყო ხელფასი, რადგან მათ დატვირთვა მასწავლებლებზე ნაკლები არ ჰქონდათ. როგორც ჩანს მთავრობამ ეს თხოვნა გაითვალისწინა და ხელფასების 10%-ით ზრდა დააანონსა.

etaloni.ge დაინტერესდა, რელურად, რამდენი ლარი დაემატებათ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ სკოლის ადმინისტრაციაში იგულისხმება სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები გარდა მასწავლებლებისა, ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. როგორც აღმოჩნდა, მათი ხელფასი იმდენად დაბალია, რომ 10%-იანი დანამატი ადმინისტრაციის თანამშრომლების უმრავლესობისთვის 20-დან 40 ლარამდე იქნება.

სასწავლო ნაწილის ხელფასი თბილისში 400-დან 600 ლარამდე მერყეობს (რეგიონების სკოლებში დირექტორის მოადგილეებს 250-300 ლარიც კი აქვთ), საინფორმაციო მენეჯერის საშუალო ხელფასი 400 ლარია, საქმისმწარმოებლისა - 300, თბილისის სკოლების ბუღალტრების მცირე ნაწილს აქვს 600-დან 800 ლარამდე ხელფასი, რეგიონებში კი ამ თანამდებობაზე ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. ბიბლიოთეკარების ანაზღაურება 250-დან 350 ლარამდეა, რაც შეეხება დამლაგებლებსა და სკოლების დარაჯებს, ისინი ყოველი თვის ბოლოს საშუალოდ 200-250 ლარს იღებენ. რაც შეეხებათ მანდატურებს, მათაც ასევე 10%-ით გაეზრდებათ შემოსავალი და ეს თანხა 60 ლარი იქნება.

სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასების 10%-ით გაზრდის თემას სოციალურ ქსელში განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, რადგან მათთვის ეს თანხა მიზერულია, „დაცინვაა და ხელფასების გაზრდა არ შეიძლება დაერქვას“.

იხილეთ ასევე: სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ - ფინანსთა მინისტრი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება