სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ სრულ დანამატს დაწყებითის სტატუსიანი მასწავლებლები?
11-11-2021
-
+


მასწავლებლებს სტატუსის დანამატის მისაღებად შესაბამისი საათობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეთ. დაწყებითი (I-IV) კლასის პედაგოგებისთვის დანამატი 13 საათზე გაიცემა, სხვა საგნის პედაგოგები კი მინიმუმ 15 გაკვეთილს უნდა ატარებდნენ კვირაში, რომ სრული დანამატი დაერიცხოთ.

დაწყებითის პედაგოგები, შეიძლება ითქვას, ორ კატეგორიად იყოფიან, პირველი - რომლებსაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი კომბინირებული გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) აქვთ ჩაბარებული და მეორე - ვისაც მხოლოდ ერთ საგანში აქვს კომპეტენცია დადასტურებული I-VI კლასების მიმართულებით. მაგალითად, ჩაბარებული აქვთ ქართული ენა და ლიტერატურა I-VI, მათემატიკა I-VI ან ბუნებისმეტყველება I-VI.

დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი საგნის სწავლების უფლება აქვთ, სრული დანამატი რომ დაერიცხოთ, მინიმუმ 15-საათიანი დატვირთვა უნდა ჰქონდეთ, ის პედაგოგები კი, რომლებსაც დაწყებითის  I-IV კომბინირებულ გამოცდაში აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, აუცილებელია I-IV კლასებში ასწავლიდნენ როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე მათემატიკასა და ბუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სრული დანამატი არ დაერიცხებათ. მაგალითად, თუ მასწავლებელს დაწყებითის კომბინირებული გამოცდა აქვს ჩაბარებული, მაგრამ სკოლაში ის მხოლოდ ქართულს, მხოლოდ მათემატიკას, მხოლოდ ბუნებას ან ამ სამიდან ორს ასწავლის (სამის ნაცვლად), მას ხელფასი საათობრივი დატვირთვის მიხედვით დაერიცხება, დანამატს კი სრულად ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამატი 570 ლარია, წამყვანისა  - 950 ლარი; მენტორის კი - 1250 ლარი. იანვრიდან სტატუსისთვის განსაზღვრულ თანხას კიდევ 100 ლარი დაემატება.

იხილეთ ასევე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება