სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ დამანახა, რომ ჩემი თავისთვის უფრო მეტის გაკეთება შემიძლია“- ტყიბულის და საჩხერის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
28-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის მეორე ეტაპის დისტანციური კონკურსების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საჩხერის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს etaloni.ge დაუკავშირდა.

შორენა კიპაროიძე, „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

„ეტალონმა“ დამანახა, რომ ჩემი თავისთვის უფრო მეტის გაკეთება შემიძლია; თუ ჩემს თანატოლებს სურთ, რომ საკუთარი თავი წინ წასწიონ, მაშინ „ეტალონში“ აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა. ძალიან აღელვებული და გახარებული ვარ. ამ წარმატებას, რა თქმა უნდა, სკოლაში მიღებულ ცოდნას ვუმადლი, თუმცა ასევე, კლასგარეშე ლიტერატურის ცოდნაც საჭიროა.

ცისმარ მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

სასიამოვნო ფაქტია, რომ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“. ეს წარმატება მისი პედაგოგებისა და თავად მოსწავლის მონდომების დიდი შედეგია. ეს პროექტი მოსწავლის ინტელექტუალური უნარების განვითარებას უწყობს ხელს. „ეტალონმა“ ამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ სწორედ მოსწავლეებისთვის შრომობს და იღწვის. ბავშვები ყოველთვის სიხარულით მონაწილეობენ კონკურსში და ინტერესი ამ პროექტის მიმართ არ წყდება. ერთადერთი ვისურვებდი, რომ პანდემია მალე დასრულდეს, რათა შეხვედრის ბედნიერება კვლავ გვქონდეს.

სალომე აბრამიშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვების სიხარული ძალიან დიდი იყო არამხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. ჩემთვის და სკოლისთვის კიდევ ის იყო ემოციური, რომ მეორე და მესამე ადგილის მფლობელიც ჩვენი მოსწავლეები გახდნენ. ჩვენი სკოლიდან პირველი ეტაპი ჩვიდმეტმა მოსწავლემ წარმატებით დაძლია, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, გამომდინარე აქედან წარმატების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. არგვეთის საჯარო სკოლის სახელით მსურს „ეტალონის“ მთელს გუნდს გადავუხადო დიდი მადლობა და ვუსურვო მომავალი თაობების სამსახურში კიდევ დიდხანს იყოს. ჩემი მხრიდან კი ვიტყოდი, რომ „ეტალონთან“ თანამშრომლობას მომავალშიც დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით განვაგრძობთ.

ელენა ქავთარაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ერთგვარი მოტივატორია. ბავშვებს დამოუკიდებლად მუშაობის, ინფორმაციის მოძიების უნარები და რა თქმა უნდა კრიტიკული აზროვნება უვითარდებათ. ეს ყველაფერი მათ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. ჩვენს მოსწავლეს რაც შეეხება, შორენასგან ნამდვილად ველოდი, რომ „საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს მოიპოვებდა, რადგან ძალიან ნიჭიერი და მოწესრიგებული მოსწავლეა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ადრეც გვყავდა „ეტალონი მოსწავლე“ და წლევანდელი წარმატება ჩვენთვის კიდევ ერთი, ერთგვარი ტრადიციული, სასიხარულო მოვლენაა.


ნიკა ოდიკაძე, „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“, ტყიბულის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი და ძალიან ემოციური იყო „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვება. ვთვლი, რომ გამარჯვებაში უდიდესი როლი სკოლაში მიღებულმა ცოდნამ ითამაშა და ასევე, დავრწმუნდი, რომ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა აუცილებელია, რათა სრულყოფილ წარმატებას მიაღწიო. „ეტალონმა“ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და თვითშეფასება ამიმაღლა. მადლობა ამ ყველაფრისთვის. 

ირინე კორძაია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია, რომ პანდემიის დროს „ეტალონმა“ ჩემპიონატი არ შეწყვიტა და დისტანციურად მოსწავლეებს მაინც მისცა საშუალება გამოეცადათ როგორც თავიანთი ცოდნა, ისე საკუთარი შესაძლებლობები. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებში სწავლა-სწავლების მხრივ წახალისებას უწყობს ხელს. ვისურვებდი, რომ ტყიბულის სკოლები მომდევნო სასწავლო წლებშიც აქტიურად იყვნენ პროექტში ჩართულები. მაშინ როდესაც ყველაფერი ციფრულ ტექნოლოგიებზეა გადასული „ეტალონი“ დისტანციური კონკურსში ბავშვებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ კომპიუტერული უნარ-ჩვევებიც გაიღრმაონ. მოსწავლეებს თუ სურთ, რომ მეტი სითამამე შეიძინონ, გაიგონ კონკურსში მონაწილეობის ხიბლი და გამოსცადონ საკუთარი ინტელექტუალური ცოდნა, მაშინ „ეტალონის“ ჩემპიონატი სწორედ მათთვისაა.

მაკა გაბელაშვილი, ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ გოჩა ტყეშელაშვილი მართლაც ეროვნულ საქმეს აკეთებს. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებსა და უფროსებშიც მამულიშვილურ სულისკვეთებას აღვივებს და ბიძგს გვაძლევს, რათა კიდევ უფრო მეტი სასიკეთო საქმეები ვაკეთოთ და მომავალმა თაობამ სათანადო, ღირსეული განათლება მიიღოს. ჩემპიონატში იმდენად ყოვლისმომცველი კითხვებია, რომ მოსწავლის მრავალმხრივი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობას იძლევა. ვფიქრობ, „ეტალონი“ მოსწავლეებს მართლაც რომ კრიტიკულ და კრეატიულ უნარებს უვითარებს. მსურს „ეტალონის“ მთელ გუნდს და რა თქნა უნდა, გოჩა ტყეშელაშვილს უდიდესი მადლობა გადავუხადო, რომ შინაარსობრივად გაწერილი პროექტი შემოგვთავაზა და ვისურვებ, რომ არასოდეს შეწყდეს ეს პროექტი. „ეტალონი“ ნამდვილად ეროვნული საქმეა და ქვეყნისთვის, განათლებული მომავალი თაობისთვის აუცილებელი კონკურსია. მე თავად ტყიბულის N4 საჯარო სკოლა დავამთავრე და თითოეული მოსწავლისა თუ პედაგოგის წარმატება ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. „ტყიბულის ეტალონ მოსწავლეს“, ნიკა ოდიკაძეს კი ვუსურვებ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს და ცხოვრებაში თამამი ნაბიჯები გადაედგას.

ნესტანი სოფრომაძე, ტყიბულის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ნიკას წარმატება და „ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება  თითოეული ჩვენგანისთვის სასიხარულოა. „ეტალონი“ მოსწავლეების ზოგადი განათლების განვითარებისა და გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგები ვეცნობოდით ტესტებს და ძალიან მოგვწონდა, რადგან ტესტების ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეების ცოდნის გამოვლენისთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება