სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის სამდღიან სემინარებს იწყებენ
26-10-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენ ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში ვცხოვრობთ. 21-ე საუკუნე ინფორმაციული ეპოქაა. დღეს, როგორც არასდროს, ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით ინფორმაცია. ეს თავისთავად ძალიან კარგია, თუმცა ინფორმაციის დიდი მოცულობა გამოწვევების წინაშეც გვაყენებს და პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.

მსოფლიო პანდემიის პირობებში, ბევრად მეტად გავხდით დამოკიდებულები ციფრულ ტექნოლოგიებზე და ინტერნეტ სამყაროზე, რამაც ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, გამოწვევებიც გააჩინა. ცხადია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს მათი მოხმარების სიხშირე და მასშტაბები. ასეთ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალ თაობას გადავცეთ ის უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რაც მათ თანამედროვე სამყაროში სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ცხოვრების, ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მედიაწიგნიერება ერთ-ერთი ცენტრალური გამჭოლი კომპეტენციაა, რომელიც დაკავშირებულია კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებასთან, მოსწავლეს ეხმარება, თავი გაართვას ინფორმაციის ულევ ნაკადს, გაფილტროს და შექმნას ახალი ინფორმაცია. ინტერნეტსამყაროში და სოციალურ ქსელებში ინფორმაციასთან ურთიერთობისას მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების საფუძვლიანად განვითარებული უნარები, რაც მას მისცემს საშუალებას, თავი დაიცვას დეზინფორმაციისგან და მავნე გავლენისგან. მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერი ახალგაზრდა თაობა სწორად იკვლევს გზას ინფორმაციის სამყაროში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკისრია მნიშვნელოვანი როლი პედაგოგებისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების მედიაწიგნიერების უნარების განვითარების საქმეში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ბავშვებში სკოლის ასაკიდანვე შევუწყოთ ხელი შესაბამისი უნარების განვითარებას. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში 25-29 ოქტომბერს ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლები. პლენარული სესიების თემატიკა სასკოლო საზოგადოებისთვისაა გათვლილი და თანაბრად საინტერესოა, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.

კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ორი კონფერენცია, რომელთა მიზანია ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორებიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები. ასევე, შეჯამდება მედიაწიგნიერების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა და პროექტები. გარდა კონფერენციებისა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით ტარდება და მასში ჩართული არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება