| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბერლინში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე განაცხადა - „მაშინ, როცა კვირაში კოვიდ 19-ით თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან“.
მისი თქმით, პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია. მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტი აქვს პანდემიის დასასრულებლად, თუმცა საჭიროა მათი სათანადოდ გამოყენება.
„პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი რაც გვჭირდება : ეფექტური საზოგადოებრივი და სამედიცინო საშუალებები, მაგრამ მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. მაშინ, როცა კვირაში თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მან მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც საკუთარი მოსახლეობის 40% უკვე აცრეს, მოუწოდა ვაქცინების განაწილების რიგში თავიანთი ადგილი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ.
„არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ არ იმოქმედებს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად,“ - აღნიშნა ტედროს ადანომ გერეისუსმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას