სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლებს გამოცდა რომ არ გადაეწერათ ინდოეთის შტატში დროებით ინტერნეტი გამორთეს 
02-11-2021
-
+


ინდოეთში, რაჯასტანის შტატის მთავრობამ, მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების მსურველთათვის ტესტირების ჩასატარებლად, დროებით მობილური ინტერნეტი გამორთო. როგორც The Times Of India წერს, ინტერნეტ-კავშირი 26 სექტემბერს, დილის 6-საათიდან საღამოს 6-საათამდე გაწყდა. ამ დროის მანძილზე ქსელში შესვლა მინიმუმ 8,5 მილიონ ადამიანს არ შეეძლო. 

საუბარი ეხება ადგილობრივ გამოცდა - Teacher Eligibility Test-ს. მას აბარებენ იმისთვის, რომ სკოლაში სწავლების უფლება მოიპოვონ. TET-გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე მასწავლებელს სამსახურში არ იღებენ. 

წელს გამოცდას 1,5 მილიონი ადამიანი აბარებდა - ისინი 50 ათასი ვაკანსიისთვის იბრძოდნენ. ტესტირება ორ ცვლაში, 4200 ცენტრში მიმდინარეობდა. 

ინტერნეტი კი შტატში გათიშეს იმისთვის, რომ მასობრივი გადაწერისთვის აერიდებინათ თავი. დაიბლოკა მათ, შორის მესენჯერები, ინტერნეტ-მომსახურეობა ​და სოციალური ქსელები, აზუსტებს გამოცემა The Register. დაშვებული იყო მხოლოდ ხმოვანი ზარები. 

ქსელთან კავშირი მხოლოდ ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლებს შეეძლოთ, მაგრამ ასეთი მთელ ინდოეთში მხოლოდ 24 მილიონია (მაშინ, როცა ქვეყანაში 808 მილიონი ადამიანი ცხოვრობს).

მსგავს ღონისძიებებს მიმართავენ შტატში სხვა გამოცდების დროსაც. ამავე გზით გადაწერას ებრძვიან ალჟირშიც - იქ სასკოლო გამოცდების დროს ინტერნეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით თიშავენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება