სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სკოლაში კარგად ისწავლოთ - 7 მარტივი რჩევა
27-02-2018
-
+


სკოლაში სიარულის აუცილებლობაზე არავინ დავობს, უბრალოდ, მოსწავლეებს დატვირთული სასწავლო პროგრამის, საშინაო დავალებებისა და მკაცრ მასწავლებლებთან ურთიერთობა აშინებთ. 

როგორ უნდა გადალახოთ ზემოთ თქმული დაბრკოლებები და როგორ ისწავლოთ სკოლაში წარმატებით?


7 რჩევა მოსწავლეებისთვის:


საშინაო დავალება

პირველ რიგში, უნდა მოგიყვეთ საშინაო დავალების ხარისხიანად შესრულებასა და მის ეფექტურობაზე. ბეჯითად და დამოუკიდებლად მუშაობა მთავარია წესია მათთვის, ვისაც კარგად სწავლა სურს.

1. თავდაპირველად, მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო სივრცე, რადგან სუფთა და კომფორტული გარემო საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე აისახება.

2. პრიორიტეტების მიხედვით შეადგინეთ სამუშაო გეგმა. ეცადეთ, დაიწყოთ რთული საგნებით და ბოლოსკენ მოიტოვოთ  მარტივი მასალა. სწორად შედგენილი გეგმა არა მხოლოდ გააუმჯობესებს საშინაო დავალების შესრულების ხარისხს, არამედ სწორად გადაანაწილებს თქვენს ენერგიას და შეამცირებს მეცადინეობის დროს.

3. იყავით კონცენტრირებულები. მეცადინეობისას ნუ გადაერთვებით სხვა საქმეზე. დათქვით დრო, როდის დაამთავრებთ მეცადინეობას. ეს რჩევა დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო კონცენტრირებულები და პუნქტუალურები.

4. თუ საშინაო დავალება ზედმეტად რთული და დამღლელი აღმოჩნდა, ხელს ნუ ჩაიქნევთ. შეისვენეთ 5-10 წუთით, მოუსმინეთ მუსიკას, მიირთვით შოკოლადი და ახალი ძალებით შეუდექით სწავლას.


სასკოლო სწავლება

საშინაო დავალების ხარისხიანი შესრულება წარმატებით სწავლის 50%-იანი გარანტიაა. 

5. გაკვეთილებზე ყურადღებით უსმინეთ მასწავლებელს და ჩაერთეთ მსჯელობის პროცესში.   შედეგად, საშინაო დავალებების მომზადება გაგიმარტივდებათ და კარგ შეფასებასაც მიიღებთ.

6. თუ მასწავლებელი რეფერატის დაწერა შემოგთავაზებთ, აუცილებლად დათანხმდით. ამ     გზით, კლასგარეშე ლიტერატურასა და ინტერნეტში მასალის მოძიებას ისწავლით და               დამატებით ქულასაც მიიღებთ.

7. მასწავლებლებთან ყურადღებიანი და ზრდილობიანები იყავით. ეცადეთ, მათთან კარგი     ურთიერთობა გქონდეთ. ჰარმონიული გარემო თქვენი სწავლის ხარისხსა და მოტივაციას გაზრდის.

რჩევების წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ფიქრობთ, რომ მათში არაფერია განსაკუთრებული.         თუმცა როგორც კი დაიწყებთ მათ შესრულებას, მაშინვე იგრძნობთ, რომ სწავლაში რთული     არაფერია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება - ვის ეხება გადამზადება

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება