სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის ჩაირთვება სკოლებში გათბობა? - განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს
12-10-2021
-
+


ტემპერატურის კლებასთან ერთად მასწავლებლებისა და მშობლებისთვის აქტუალური ხდება გათბობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერი ახლახან დაიწყო, ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია და შენობებში უკვე აცივდა, თუმცა ამ დროისთვის გათბობა თითქმის არც ერთ სკოლას არ ჩაურთავს.

იმის გთავალისწინებით, რომ კოვიდრეგულაციების მიხედვით, საკლასო ოთახები ხშირად უნდა განიავდეს საკლასო ოთახებში საკმაოდ ცივა, დაბალი ტემპერატურა კი განსაკუთრებით აწუხებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.

გაიყინნენ ბავშვები, როდის ჩაირთვება სკოლებში გათბობა?! - ამ კითხვით etaloni.ge - ს არაერთმა მშობელმა მომართა, შესაბამისად აღნიშნული საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროში გადავწყვიტეთ და როგორც უწყებამ გვიპასუხა: სკოლამ უნდა უზრუნველყოს სკოლებში მოსწავლეთათვის მაქსიმალურად კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნა.

ამასთან, თუ მშობელი თვლის, რომ სკოლაში არ არის შესაბამისი გარემო, მან სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს, რათა მათ „უზრუნველყონ სკოლაში მოსწავლეთათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა“.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება