სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ
31-01-2018
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს სტუმრობს. 

გოჩა ტყეშელაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს ანივარდ მოსოიანს „ეტალონის“ პროექტები - Etaloni.ge და Izrune.ge გააცნო. 

ანივარდ მოსოიანმა „ეტალონის“ პროექტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორი და წამყვანი ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეწვია და ინოვაციური საიტის Izrune.ge - ს პრეზენტაცია ჩაატარა. 

პრეზენტაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ზედგინიძე და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ Izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით. 





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება